ბაღდადი (თავსაბურავი)
ბაღდადი — ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი XIX საუკუნეში. ბაღდადი ოთხკუთხა მოყვანილობის სადა ან სახეებიანი აბრეშუმის ქსოვილის თავსაფარია, ზოგჯერ ფოჩებიანი. მეტწილად ხმარობდნენ უქმე დღეებში. უბეურად მოკეცილ ბაღდადს ლეჩაქის ზემოდან მოიხვევდნენ. მისი სახელწოდება ქალაქ ბაღდადთან უნდა იყოს დაკავშირებული, საიდანაც ძველად შემოჰქონდათ ძვირფასი თავსაფრები. ბაღდადი ეწოდებოდა აგრეთვე მამაკაცის დიდ ხელსახოცს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მოლოდინი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 246.