ქარზე დაწერილი (ინგლ. Written on the Wind) — 1956 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. დოროთი მელოუნმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

„ქარზე დაწერილი“
დამდგმელი რეჟისორი დაგლას სირკი
პროდიუსერი ალბერტ ცუგსმითი
სცენარის ავტორი ჯორჯ ცუკერმენი
ნაწარმოები ქარზე დაწერილი
— რობერტ უაილდერი
როლებში როკ ჰადსონი, ლორენ ბეკოლი
კომპოზიტორი ფრენკ სკინერი, ვიქტორ იანგი
სიმღერის ტექსტის ავტორი სემი კანი
ოპერატორი რასელ მეტი
მონტაჟი რასელ შონგართი
მხატვარი ედვარდ ჰაუორთი, რობერტ პრისლი
დისტრიბუტორი Universal-International
გამოსვლის თარიღი დეკემბერი, 1956
ხანგრძლივობა 99 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი $4,4 მლნ
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1955 წლის 24 ოქტომბერს გეოლოგი მიჩ უეინი, რომელიც ჰედლის ნავთობკომპანიაში მუშაობს გაიცნობს ლუსი მურს, რომელიც მიჩის უფროსის მდივანია და ნიუ-იორკში მუშაობს. მიჩი ქალს კონფერენციაზე დაპატიჟებს ჰიუსტონში. მგზავრობისას მიჩი აღიარებს, რომ სინამდვილეში მან ლუსი ბავშვობის მეგობრივ, კაილ ჰედლის სურვილის დასაკმაყოფილებლად წაიყვანა. კაილ ჰედლი ნავთობის მაგნატის, ჯასპერ ჰედლის ალკოჰოლიკი შვილია. მიჩსა და კაილს ორთავეს შეუყვარდება ქალი. კაილი უშედეგოდ იყენებს მის ფულსა და სიმდიდრეს ლუსის მოსახიბლად. ამის შემდეგ კაილი საკუთარ გულს შესთავაზებს ქალს. ისინი დაქორწინდებიან და მოგზაურობენ აკაპულკოში. კაილი შეწყვეტს სმას. უკან დაბრუნებულ წყვილს პრობლემებს კაილის და მერილი შეუქმნის. მერილი მსუბუქი ყოფაქცევისაა და მას მიჩი უყვარს, თუმცა მიჩი მერილის დასავით უყურებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება