ქამიტები
ქამიტები — დღეისათვის მოძველბული ტერმინი, რომელიც ლინგვისტიკასა და აფრიკანისტიკაში გამოიყენებოდა ხალხების აღსანიშნავად რომლებიც საუბრობდნენ „ქამიტურ ენებზე“ (თანამედროვე აფრაზიული ენები).[1] სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიის მიხედვით ნოეს სამ შვილთაგან ერთ-ერთის, ქამის სახელიდან.
ტერმინის წარმოშობა და ინტერპრეტაცია
რედაქტირებადაბადების მე-9 თავის მიხედვით, ერთხელ როდესაც ნოე ღვინით დათვრა და სრულიად შიშველმა ჩათვლიმა თავის კარავში, მისმა შვილმა ქამმა იხილა რა მამის სიშიშვლე, გაიქცა თავის ორ ძმასთან ამ ამბის საამბობად. სემმა და იაფეტმა მოიტანეს ტანისამოსი, მიაფარეს მას მხრებზე და ზურგზე და ამით დაფარეს მამის სიშიშვლე, თუმცა ისე რომ არ დაუნახავთ იგი — თავები მიბრუნებული ჰქონდათ. უპატივცემულობის გამო ნოემ დასწყევლა საკუთარი ძე ქამი, ქამის შვილი ქანაანი და სრულიად მათი შთამომავლობა. აქვე იწინასწარმეტყველა, რომ ისინი მომავალში იაფეტისა და სემის მონებად იქცეოდნენ.
ერთ-ერთი ქრისტიანული აპოკრიფული წიგნის, იუბილეების წიგნის მიხედვით, ქამისა და მისი შთამომავლობის დასახლების თავდაპირველი ადგილი მდებარეობდა გიგონას გაღმა, სამხრეთით, ედემის ბაღისგან მარჯვნივ და იქიდან სამხრეთისაკენ.[2]
წარმოდგენა ქამისა და მისი შთამომავლობის შესახებ, პირველად ჩაიწერა ბიბლიაზე დაფუძნებულ ისტორიულ ლეგენდებში, ქრონიკებსა და ტრაქტატებში. შუა საუკუნეების ევროპისთვის ცნობილი იყო მოსაზრება, რომ ქამიტები ცხოვრობდნენ ქანაანის სამხრეთშიც, რაც კარგად აისახა ამ ეპოქის რუკებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელებს აფრიკელები ქამის შთამომავლებად მიაჩნდათ, ქამის წყევლა და წინასწარმეტყველება რომ მისი ჩამომავლები იაფეტისა და სემის მონები იქნებოდნენ, გამოყენებულ იქნა მათ მიერ შავკანიანთა დამონების ერთ-ერთ იდეოლოგიურ გამართლებად.
ქამის შთამომავლობა
რედაქტირებაძველი აღთქმის საისტორიო ტრადიციის მიხედვით წარღვნის შემდეგ ქამს ეყოლა 4 ვაჟი.
- ქუში: (ეთიოპიელები, ქუშიტები, შესაძლებელია ჰიმიარიტები და საბეელებიც).
- მიზრაიმი: კოპტები
- ფუტი: ბერბერები
- ქანაანი: პალესტინის ებრაელებამდელი მოსახლეობა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ე. ს. ლვოვი „აფრიკის ხალხების ისტორია“-მ. მურაევი 2001.
- ↑ იუბილეთა წიგნი