ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე
,,ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე'' - ( ესპ. Mujeres al borde de un ataque de nervios ) არის ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმადოვარის -1988 წლის დრამა, შავი იუმორის ელემენტებით. მთელი ფილმის განმავლობაში იკვეთება სასოწარკვეთილი ქალების იმპულსური ქმედებები წარუმატებელი სიყვარულის საფუძველზე (აივნიდან გადახტომა, ნივთების დაწვა და ა.შ).
,,ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე | |
---|---|
,,Mujeres al borde de un ataque de nervios | |
რეჟისორი | პედრო ალმადოვარი |
სცენარისტი | პედრო ალმადოვარი |
მუსიკა | ბერნარდო ბონეზი |
გამოსვლის თარიღი | 25 მარტი. 1988 წელი. |
ხანგრძლივობა | 89 წუთი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
ბიუჯეტი | 700 ათს. დოლარი |
სიუჟეტირედაქტირება
ფილმის მთავარი გმირი, პეპა სატელეფონო ზარით მიატოვა საყვარელმა, ივანმა. ქალი მთელი ძალებით ცდილობს მის პოვნასა და სიტუაციაში გარკვევას, რაშიც ხელს უშლის ივანის ყოფილი ცოლი ლუისა, რომელიც ახალი გამოწერილი იყო ფსიქიატრიული კლინიკიდან. თავის მხრივ პეპას მეგობარი კანდელა აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული ტერორისტია, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას გეგმავს ამიტომ მიადგება პეპას, დარწმუნებული იმაში, რომ მას ეძებს პოლიცია. ამ დრო, მთავარი გმირის სახლში სადაც უკვე იმყოფება კანდელა მოვლენ ივანის შვილი, კარლოსი და მისი მეგობარი გოგონა, მარისა. დაქალის პრობლემის მოსაგავრებლად პეპა წავა ადვოკატთან, პაულინა მორალესთან, რომელიც როგორც ბოლოს გაირკვევა ივანის ახალი საყვარელი აღმოჩნდება. ფილმში განვითარებული ერთმანეთში ჩახლართული ისტორიები კიდევ უფრო აირევა, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ კანდელას ყოფილი შეყვარებული სწორედ იმ თვითმფრინავის გატაცებას გეგმავს, რომლითაც მიფრინავს ივანი. ამიტომ, ყველა მის გადასარჩენად გაიქცევა. ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასრულდება.
მსახიობებირედაქტირება
- კარმენ მაურა - პეპა.
- ანტონიო ბანდერასი - კარლოსი, ივანის შვილი.
- როსი დე პალმა - მარისა, კარლოსის მეგობარი გოგო.
- კიტი მანვერი - პაულინა მორალესი, ადვოკატი.
- ფერნანდო გილენი - ივანი.
- ჯულიეტა სერანო - ლუსია, ივანის ყოფილი ცოლი.
- მარია ბარანკო (María Barranco) - კანდელა, პეპას მეგობარი.
ჯილდოები და ნომინაციებირედაქტირება
ოსკარირედაქტირება
- 1988 - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
BAFTAრედაქტირება
- 1990- საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი.
ოქროს გლობუსირედაქტირება
- 1989 - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ვენეციის კინოფესტივალირედაქტირება
- 1988 საუკეთესო სცენარის ავტორი. ჯილდო გადაეცა პედრო ალმადოვარს
გოიას დაჯილდოებარედაქტირება
- 1989 საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა - კარმენ მაურას
- 1989 საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა - მარია ბარანკოს