მუსტაფა იბნ აბდულაჰ ქათიფ ჩელები (თურქ. Kâtip Çelebi; დ. თებერვალი 1609, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 6 ოქტომბერი, 1657, იქვე) — ოსმალური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ეკუთვნის ოცზე მეტი ნაშრომი სხვადასხვა დარგში (ღვთისმეტყველება, პოლიტიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, სამართალი). მის ისტორიულ-გეოგრაფიულ თხზულებაში „ჯიჰან-ნუმა“ („მსოფლიოს სარკე“) ვრცლად არის მიმოხილული საქართველო და ამიერკავკასიის ქვეყნები. ნაშრომს დართული აქვს თურქულ ენაზე შედგენილი კავკასიის რუკა, რომელიც საკმაო სიზუსტით გადმოგვცემს XVII საუკუნის საქართველოს გეოგრაფიულ პუნქტებსა და რაიონებს. საყურადღებოა ქათიფ ჩელების ისტორიული თხზულებები „თაკვიმ ალ-თავარიხ“ („ისტორიულ-ქრონოლოგიური ცხრილები“) და „ფეზლექე“ („ოსმალთა ისტორია“); ამ უკანასკნელში დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება