ფხოველის ლომისის ეკლესია

ფხოველის ლომისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველისა და სოფელ ზიარის საზღვარზე, ეგრედ წოდებულ კიკოს ტყეში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,6x4,3 მეტრზე), ნაგებია მოზრდილი ლოდებითა და კირის ხსნარით, წყობა ირეგულარულია. შიგნით კედლების წყობაში გაცილებით მცირე ზომის ქვაა გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე- მთლიანად და აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნახევარზე ჩამოშლილია საპირე ქვები, ჩამოშლილია საბურავი და ლავგარდანი.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის გადახურვა და მის ზემოთ კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელშიც სარკმელია გაჭრილი (მოგვიანებით ამოუშენებიათ), სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაწილია შემორჩენილი. კონქის თაღი ნახევარწრიულია: გრძივ კედლებს (დასალეთ ნაწილში) და დასავლეთ კედელს (მთელ სიგრძეზე) საფეხური ( სიმაღლე - 0.3 მეტრი) გასდევს. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული ფორმის სხმული კამარით. ეკლესია მოხატული ყოფილა. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდზე შემორჩენილია წითელი და ნარინჯისფერი ზოლები.

ლიტერატურა რედაქტირება