ფხოველისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, არაშენდას თემში, ზღვის დონიდან 820 მეტრ სიმაღლეზე.[2] 2014 წლის საყოვალთაო აღწერის მიხედვით მოსახლეობა შეადგენს 5 კაცს.[1]

სოფელი
ფხოველი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი არაშენდა
კოორდინატები 41°42′00″ ჩ. გ. 45°46′10″ ა. გ. / 41.70000° ჩ. გ. 45.76944° ა. გ. / 41.70000; 45.76944
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა Decrease2.svg 5[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფხოველი — საქართველო
ფხოველი
ფხოველი — კახეთის მხარე
ფხოველი

ისტორიარედაქტირება

ფხოველის, ისევე როგორც ბევრი სხვა სოფლის წარმოქმნა, მოსახლეობის მთიდან ბარში ჩამოსახლების შედეგია. ტოპონიმი ფხოველი სოფლის მცხოვრებთა წარმომავლობაზე მიუთთებს. სოფლის დაფუძნების შემდეგ იგი ჭერემის ეპარქიის შემადგნელობაში შედის. ჭერემის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, 1757 წელიდან, თეიმურაზ II-ის განწესების თანახმად, ფსოველი ბოდბელი მიტროპოლიტის იოანეს ეპარქიას ერგო.

სოფელში ადგილ-მამულსა და ყმათა დიდ ნაწილს ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. ტრადიციულად მარტყოფის მოურავად სწორედ ფხოვლის სათავადო სახლიდან გამოსული ანდრონიკაშვილების წარმომადგენელი ინიშნებოდა. ფხოვლის მიწათმფლობელთა შორის შედიოდნენ შოურავიშვილები, ზურაბიშვილები და გობიტაშვილები.

სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფით, ფხოველები ბოდბელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყვნენ და ამ საქმის გამრიგე მოურავს დამორჩილებოდნენ.

1722 წელს ლეკებმა „წარსტყვევნეს სოფელი ფხოველი“. მათ ტყვედ წაიყვანეს პაატა მოურავის ვაჟის მეუღლე, რომელიც შემდეგ ჰუსეინ ხანმა შეირთო ცოლად.

სოფელი ფხოველი ამჟამად თითქმის დაცარიელებულია.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები