ფხენიანის მეტროპოლიტენი
ფხენიანის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ჩრდილოკორეა |
ქალაქი | ფხენიანი |
გახსნის თარიღი | 6 სექტემბერი 1973 წ. |
ხაზის სიგრძე | 22,5 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 16 (+1 დახურული) |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
ფხენიანის მეტროპოლიტენი (კორ 평양 지하철) — ჩრდილოკორეის დედაქალაქ ფხენიანის მეტროსისტემა. მეტროპოლიტენი 1973 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა და კორეის ნახევარკუნძულზე პირველ მეტროდ შეიძლება ჩაითვალოს (რამდენადაც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მეტროპოლიტენი მომდევნო 1974 წელს გაიხსნა). მეტროს ორი ხაზი აქვს 22,5 კმ სიგრძეზე. 17-დან ერთ-ერთი სადგური, რომელიც კიმ ირ სენის მავზოლეუმთან ამოდიოდა, (მავზოლეუმის გახსნის შემდეგ) დაიხურა.
ისტორია
რედაქტირებაფხენიანის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968 წელს დაიწყო. მდინარე ტედონგანის ქვეშ ხაზის გაყვანისას ძლიერი ავარია მოხდა; ზოგიერთი მონაცემებით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრასის ეს ნაწილი მას მერე აღარც დაუსრულებიათ, დღეისათვის მთელი მეტროქსელი მდინარის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული.
სადგურები
რედაქტირებამსოფლიოში ყველაზე ღრმად მეტროპოლიტენი (სიღრმე 20—100 მ) სამხედრო მოსაზრებებით აშენდა. ფხენიანის მეტროპოლიტენის თავისებურებად სადგურის დამრეცი შესასვლელის არა ჭაღებით ან ვერტიკალური სანათებით განათება, არამედ ბალუსტრადის მნათი ნაწილებით განათება მიიჩნევა.
არც ერთი სადგური სახელწოდებას ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არ ატარებს (ერთადერთია ამმხრიც მსოფლიოში), არამედ ამა თუ იმ დღესასწაულის და ჩუჩხეს ძირითადი პრინციპების დასახელებებს ატარებს. სადგურები მარმარილოს, ბარელიეფების და მოზაიკის გამოყენებით არის გაფორმებული სოციალისტური რეალიზმის სულისკვეთებით, არასტანდარტული განათება კი მოსკოვის სტალინისდროინდელი მეტროსადგურების მსგავსად არის გაკეთებული.
მგზავრობის ღირებულება
რედაქტირებაფხენიანის მეტრო - მსოფლიოში ყველაზე იაფია, მგზავრობა 5 ჩრდილოკორეული მიუანია ღირს, რაც დაახლოებით 5 თეთრის ტოლფასია ქართული ფულადი ექვივალენტით. ამასთან, ეს საფასური ხელმისაწვდომია თუ არა ჩრდილოკორეის ნებისმიერ მოქალაქისთვის, უცნობია.
თავისებურება
რედაქტირებაფხენიანში ექსკურსიის დროს უცხოელებს მხოლოდ ორ სადგურს — „ენგვანს“ და „ფუჰინს“ უჩვენებენ, სვხა სადგურების დათვალირებეა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
ხაზები
რედაქტირებასადგური | ქართულად | გადაჯდომა |
---|---|---|
#1 ჩოლიმას ხაზი | ||
Pulgunbyol | წითელი ვარსკვლავი | |
Chonu | კომრადი | #2 Chonsung |
Kaeson | ტრიუმფული დაბრუნება | |
Tongil | ერთობა | |
Sungni | გამარჯვება | |
Ponghwa | შუქურა | |
Yonggwang | დიდება | |
Puhung | გამოცოცხლება | |
#2 ჰიოქსნის ხაზი | ||
Kwangbok | აღორძინება | |
Konguk | ერის ფონდი | |
Hwaggumbol | ოქროს ნიადაგი | |
Konsol | შენება | |
Hyoksin | განახლება | |
Chonsung | ტრიუმფი | #1 Chonu |
Samhung | სამი ბუმი | |
Kwangmyong | ნათება | |
Rakwon | სამოთხე |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.pyongyang-metro.com/ დაარქივებული 2019-04-14 საიტზე Wayback Machine.
- ფხენიანის მეტროპოლიტენი საიტზე urbanrail.net დაარქივებული 2006-08-25 საიტზე Wayback Machine.
- პროექტი «ფხენიანის მეტრო http://-ზე დაარქივებული 2008-02-14 საიტზე Wayback Machine.