ფქვილა სოკო

(გადამისამართდა გვერდიდან ფქვილიო)

ფქვილა სოკო, ფქვილიო[1] (ლათ. Russula lutea) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ქუდის დიამეტრი 5 სმ აღწევს, ყვითელია, ზედაპირი წებოვანია, გამშრალი კი — პრიალა. ფირფიტები, ფეხი თეთრი, რბილობი თეთრი, მშრალი და ფაშარია. სპორები კვერცხისებრ-ელიფსისებურია, მეჭეჭებით 1 მკმ სიმაღლით. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი (მოხრაკული) და დამწნილებული.

ფქვილა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ქვეკლასი:  Agaricomycetidae
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  ფქვილა სოკო
ლათინური სახელი
Russula lutea

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 201, ISBN 99940-856-1-1.