ფუენხიროლის ბრძოლა

ფუენხიროლის ბრძოლა
ნახევარკუნძულის ომის ნაწილი ნაწილი


ფუენხიროლის ბრძოლა, იანვარ სუჩოდოლსკის ნახატი

ზეთის ტილოზე, 93 x 66 სმ, ინახება პოლონეთის არმიის მუზეუმში
თარიღი 15 ოქტომბერი, 1810
მდებარეობა ფუენხიროლა, მალაგას მახლობლად, ესპანეთი
36°32′30″ ჩ. გ. 4°37′30″ დ. გ. / 36.54167° ჩ. გ. 4.62500° დ. გ. / 36.54167; -4.62500
შედეგი ფრანგო-ესპანალების გამარჯვება
მხარეები
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ესპანეთის დროშა ესპანეთი
Flag of Poland (1807–1815)ვარშავის საჰერცოგო
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის პირველი იმპერია
მეთაურები
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროშალორდ ბლეინი (ტყვე) ფრანსისეკ მლოკოსევიჩი
ძალები
3,501 ბრიტანელი
1,000 ესპანელი
400 პოლონელი
57 ფრანგი
დანაკარგები
65 დაღუპული
70 დაჭრილი
200 ტყვედ ჩავარდნილი
5 ქვემეხი დაკარგეს
დაკარგეს 300 იარაღი და მუშკეტი
დაკარგეს 60, 000 ტყვია
დაკარგეს 1 ქვემეხიანი ნავი
20 დაღუპული
100 დაჭრილი
ფუენხიროლის ბრძოლა ვიკისაწყობში

ფუენხიროლის ბრძოლა — გაიმართა 1810 წლის 15 ოქტომბერს, ბრძოლა იყო შუა საუკუნეების მავრების და ვარშავის საჰერცოგოს მცირე არმიის გაერთიანებულ ძალებსა და ბევრად უფრო დიდი ინგლისურ-ესპანური საექსპედიციო კორპუსს შორის, რომლებსად ენდრიუ ბლეინი მეთაურობდა. ბლეინი ხელმძღვანელობდა ამფიბიურ თავდასხმას სოჰაილის ციხეზე, ძლიერი დაბომბვის ქვეშ. დაცვის მხარე, რომელიც იბრძოდა საფრანგეთის პირველ იმპერიასთან ერთად, შედგენილი იყო ვარშავის საჰერცოგოს მე-4 პოლკის კაცებით. ფრანგულ-პოლონური არმია საკმაოდ ჩამოუვარდებოდა მტერს, ბრიტანელების საზღვაო თავდასხმისა და ესპანელების სახმელეთო შეტევების მეშვეობით, ისინი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგრამ დაახლოებით 300 პოლონელმა ჯარისკაცმა საბოლოოდ გაანადგურა თავდამსხმელის სამხედრო ძალები, დიდი ზარალი მიაყენა ბრიტანეთის 89-ე ქვეითთა პოლკს, სხვა დანაყოფებთან ერთად და დაიპყრო ბლეინი. რამდენიმე პოლონელი ოფიცერი შემდგომში ნაპოლეონმა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

წინა მოვლენები

რედაქტირება

ქალაქი ფუენხიროლა შუა საუკუნეებიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ზღვიდან შემოსევისგან დასაცავად, მავრებმა ააგეს ქვის ციხე ხმელთაშუა ზღვასა და მდინარე ფუენხიროლას შორის მდებარე გორაზე. ნახევარკუნძულის ომის დროს კოსტა დელ სოლი ითვლებოდა მეორეხარისხოვან პუნქტად და მცირე წინააღმდეგობით დაიპყრო ფრანგულმა ძალებმა. 1810 წლამდე რეგიონში პარტიზანული აქტივობა თითქმის არ იყო. სწორედ ამიტომ, ბოლოდროინდელ ბრძოლებში დიდი დანაკარგების შემდეგ, ვარშავის საჰერცოგოს ზოგიერთი პოლონური შენაერთი გაგზავნეს იქ 1810 წლის ოქტომბერში, გარნიზონის მოვალეობის შესასრულებლად და დასასვენებლად.

სოჰაილის ციხე დაკომპლექტებული იყო მე-4 ქვეითი პოლკის 150 პოლონელი ჯარისკაცით და 11 ფრანგული დრაგუნით. დანაყოფს მეთაურობდა კაპიტანი ფრანსისეკ მლოკოსევიჩი. მსგავსი მცირე გარნიზონები განლაგდა ახლომდებარე ქალაქში მიხასში (60 ქვეითი ლეიტენანტი ევსტახი ჩელმიცკის მეთაურობით) და ალაურინ-ელ-გრანდეში (200 ქვეითი და 40 დრაგუნი მაიორ ბრონისის მეთაურობით). ყველა ეს ძალა შეადგენდა მალაგაში განლაგებულ გენერალ სებასტიანის ფრანგული კორპუსის ნაწილს. კორპუსი ითვლიდა დაახლოებით 10000 კაცს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამხრეთ ანდალუსიაში, რათა ესპანელ პარტიზანებს არ მიეღოთ იარაღი გიბრალტარიდან.

1810 წლის შემოდგომაზე ბრიტანელმა გენერალ-მაიორმა ლორდ ბლეინიმ გადაწყვიტა გიბრალტარიდან საექსპედიციო ძალებით წასულიყო მალაგას პორტისკენ და მოულოდნელად დაეპყრო იგი. ფუენგიროლას პატარა ციხე-სიმაგრის მახლობლად მდებარე პლაჟები მისი ძალებისთვის შესანიშნავ სადესანტო ადგილად ჩანდა. ესპანელმა პარტიზანებმა ბრიტანელებს აცნობეს დამცველების სისუსტისა და რეზერვების ნაკლებობის შესახებ. 1810 წლის ოქტომბერში ბლეინმა შეკრიბა 2/89-ე ქვეითი პოლკის საველე ძალები, საფრანგეთის არმიის საერთაშორისო დეზერტირების ბატალიონი, საარტილერიო ნაწილი, საზღვაო იარაღის ეკიპაჟები და ესპანური ტოლედოს პოლკი. პირველი ბრიტანულ-ესპანური ექსპედიცია შეადგენდა დაახლოებით 1700 კაცს, საზღვაო პერსონალისა და ეკიპაჟის გამოკლებით. ისინი განაწილებულები იყვნენ პატარა ფლოტში, რომელიც შედგებოდა ორი ფრეგატისგან (HMS Topaze და HMS Sparrowhawk), ხუთი ქვემეხიანი ნავისგან, რამდენიმე ბრიგისა და სატრანსპორტო სლოუპისაგან.

1810 წლის 14 ოქტომბერს ბრიტანულმა ძალებმა მიაღწიეს კალა მორალის ყურეს, ფუენგიროლადან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით ორი მილის მანძილზე. ბრიტანელები გადმოვიდნენ და მათ სანაპიროზე ესპანელი პარტიზანების მცირე რაოდენობა შეუერთდათ. ბლეინმა თავისი ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთით მიიყვანა ნაპირის გასწვრივ, ხოლო მისი ფლოტი პარალელურად მიცურავდა ფუენგიროლასკენ. შუადღის ორ საათზე ყველანი მივიდნენ ციხის წინ, ბრიტანელმა გენერალმა გაგზავნა ემისარი, რათა დაერწმუნებინა პოლონელი სარდალი დანებებულიყო. მლოკოსევიჩმა უარი თქვა და ბრიტანულმა გემებმა ცეცხლი გახსნეს.

მიუხედავად რიცხობრივი უთანასწორობისა, პოლონელებმა გაუძლეს ამ ყველაფერს. სერჟანტმა ზაკრჟევსკიმ ერთ-ერთი ბრიტანული ქვემეხიანი ნავის ჩაძირვაც კი მოახერხა. დანარჩენი ქვემეხიანი ნავები ორი მსუბუქი წონის პოლონური იარაღის მეშვეობით ბრძოლიდან გავიდა. მისი ორი ფრეგატის სროლის საფარქვეშ, ბლეინმა სცადა ფრონტალური შეტევა ციხის კედლებზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაიორი გრანტი, 2/89-ე ქვეითი პოლკის მეთაური მოკლეს, ბლეინმა უკან დახევის ბრძანება გასცა. ღამით მან დაუშვა იარაღი და ბრიტანელმა ინჟინერებმა ციხესთან ააშენეს ორი საარტილერიო ადგილი, საიდანაც აპირებდნენ კედლების განადგურებას. ამასობაში, მიხასის გარნიზონი რომელსაც ლეიტენანტი ჩელიმიცკი მეთაურობდ, საარტილერიო დაბომბვსაგან იყვნენ შეშფოთებულნი, შეიპარნენ ბრიტანეთის ხაზებში და შეუერთდნენ დამცველებს. ბრონისის გარნიზონი ალაურინ-ელ-გრანდეში ინფორმირებული იყო და 15 ოქტომბრის დილას მიხასში გაემართა, სადაც შეეჯახა ბლეინის მიერ გაგზავნილ ესპანურ-გერმანულ 450-კაციან ჯგუფს და დაარბია ისინი ბაიონეტით.

15 ოქტომბრის დილით საარტილერიო დაბომბვის გაძლება ძალიან რთული გახდა და ბრიტანულმა ქვემეხებმა გაანადგურეს ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკი. დაახლოებით ღამის ორ საათზე, HMS Rodney და მსგავსი ესპანური ხომალდი ჩავიდნენ ფუენხიროლაში, სადაც ჩამოიყვანეს 1/82-ე პოლკის 932 კაცი. საფრთხის დასაძლევად კაპიტანმა მლოკოსევიჩმა გადაწყვიტა მოულოდნელი შეტევა დაეწყო მტრის საარტილერიო პოზიციებზე. დატოვა ციხე, რომელსაც ძირითადად დაჭრილები იცავდნენ, იგი დარჩენილ 130 ჯარისკაცს სალიში გაუძღვა. ალყაში მოქცეულებმა ბოლომდე იბრძოლეს, მიუხედავად უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობისა (დაახლოებით 10:1), ესპანეთის პოლკმა, რომელიც იცავდა ბორცვთა საარტილერიო რედუტს, დაუგეგმავად უკან დაიხია. ქვემეხები ციხეს მოაშორეს და პოლონელმა ქვეითებმა ინგლისის პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო ცეცხლი ძირითადად აცილებდა სამიზნეებს (პოლონეთის ქვედანაყოფში არ იყვნენ გაწვრთნილი საარტილერიო ოფიცრები), მან ბრიტანეთის ჯარების გადაადგილება ბევრად გაართულა.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ბლეინმა მოახერხა თავისი ჯარების რეორგანიზაცია სანაპიროზე და უბრძანა მათ თავდასხმა საარტილერიო პუნქტზე, რომელიც პოლონეთის ძალებს ეკავათ. რიცხობრივად ნაკლებმა დამცველებმა ააფეთქეს დენთის მარაგი და ციხესიმაგრისკენ წავიდნენ. თუმცა, სანამ ბრიტანული და ესპანური ძალები შეძლებდნენ წინსვლას, მათ მარცხენა ფლანგიდან თავს დაესხა ალჰაურინის პოლონური გარნიზონი, რომელიც სულ ახლახანს ჩამოსულიყო ბრძოლის ველზე. ბრონისის მეთაურობით დაახლოებით 200-მა დასვენებულმა და კარგად აღჭურვილმა პოლონელმა საკმარისად გადაიტანეს ბრიტანელების ყურადღება, რათა კაპიტან მლოკოსევიჩს ჰქონოდა საშუალება გადაეჯგუფებინა თავისი ძალები და დეარტყა ბრიტანული ხაზის მარჯვენა ფლანგზე. პოლონეთის ქვედანაყოფების თითქმის ერთდროულმა შეტევამ, რომელსაც მხარს უჭერდა დაახლოებით 30 ფრანგი მხედარი 21-ე დრაგუნის პოლკიდან, გააოცა მტრის ქვეითი ჯარი, რომელმაც მალევე დაიწყო რყევა. მას შემდეგ, რაც ბლეინი პოლონელებმა დაატყვევეს, [1] მისმა ქვეითმა ჯარმა უკან დახევა დაიწყო და დაიწყო ქაოტური ხელახალი შეტევა, საკუთარი წართმეული იარაღის წინააღმდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elting, John R. (1997). Swords Around A Throne. Da Capo Press. ISBN 978-0-306-80757-2. 
  • Nafziger, George; Wesołowski, Mariusz (1991) Poles and Saxons of the Napoleonic Wars. Chicago, Il.: The Emperor's Press. 
  • Chandler, David G. (1999). Słownik Wojen Napoleońskich (pl). Ware: Wordsworth Editions. ISBN 978-1-84022-203-6. 
  • Kujawski, Marian (1967). Z bojów polskich w wojnach napoleońskich; Maida–Somosierra–Fuengirola–Albuera (pl). London: Polska Fundacja Kulturalna. 
  • Bielecki, Robert (1984). რედ. Andrzej Tadeusz Tyszka: Dał nam przykład Bonaparte; wspomnienia i relacje żołnierzy polskich 1796–1815 (pl). Kraków: Wydawnictwo Literackie. ISBN 978-83-08-00645-0. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Elting 1997, pp. 380–381.