მიხეილ ფრუნზე
მიხეილ ვასილის ძე ფრუნზე (რუს. Михаи́л Васи́льевич Фру́нзе; დ. 1885 — გ. 31 ოქტომბერი, 1925) — მოლდოვური წარმომავლობის რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე.
მიხეილ ფრუნზე | |
---|---|
რუს. Михаил Фрунзе | |
დაბადების თარიღი | 21 იანვარი (2 თებერვალი), 1885[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ბიშკეკი |
გარდაცვალების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1925[4] [2] [3] [5] (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[4] |
მოქალაქეობა | სსრკ |
განათლება | სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
მამა | Vasily Frunze |
შვილ(ებ)ი | ტიმურ ფრუნზე და ტატიანა ფრუნზე |
ჯილდოები | წითელი დროშის ორდენი და რევოლუციის საპატიო იარაღი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი. იყო 1905 წლის 9 იანვრის „სისხლიანი კვირის“ მანიფესტაციისა და 1905-07 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. იყო სტოკჰოლმში გამართულ რსდმპ მე-4 ყრილობის დელეგატი. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გადასახლებაში, სადაც ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას. 1917 წლიდან იყო მინსკის გუბერნიის გლეხთა საბჭოების აღმასკომის თავმჯდომარე და ქალაქ მინსკის რსდმპ ქალაქკომის ორგანიზატორი. 1918 წლის აგვისტოდან იაროსლავლის სამხედრო ოლქის სამხედრო კომისარია. 1919 წლის თებერვლიდან ბოლშევიკთა მე-4 არმიის სარდალია, მაის-ივნისში თურქესტანის არმიის სარდალი. 1919-20 წლებში მისი სარდლობისას მოხდა ბუხარის საამიროს ოკუპაცია და გასაბჭოება. შემდეგ იყო სამხრეთის ფრონტის სარდალი. 1920 წლის 3 დეკემბრიდან სამხედრო რევოლუციური საბჭოს რწმუნებული უკრაინაში, უკრაინისა და ყირიმის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამავე დროის უკრაინის კომუნისტური პარტიის ცკ-ს წევრი. 1922 წლიდან უკრაინის სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1924 წლის მარტიდან სსრკ სამხედრო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარისა და სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. იმავე წლის აპრილიდან წითელი არმიის მთავარი შტაბის უფროსი. 1925 წლის იანვრიდან ლევ ტროცკის გადაყენების შემდეგ ინიშნება სამხედრო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარედ და სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისრად. გარდაიცვალა ოპერაციის დროს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Prominent Russians: Mikhail Frunze Russiapedia
- Frunze's writings on military theory დაარქივებული 2007-06-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 4.0 4.1 Фрунзе Михаил Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4