ფრინველმდივანი (ლათ. Sagittarius serpentarius) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[1] მისი სხეულის სიმაღლე 1 აღწევს. გავრცელებულია აფრიკის ველისა და ტყე-ველის რაიონებში. ბუდობს ხეებსა და მაღალ ბუჩქებზე 2—6 მ სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დებს 2—3 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 6—7 კვირას გრძელდება. იკვებება მწერებით (ტერმიტები, კალიები), ქვეწარმავლებით, მღრღნელებით; შხამიან გველს ფეხებით კლავს და ამ დროს თავს ფრთებით იცავს, იშვიათად თავს ესხმის სასარგებლო ფრინველსაც (გნოლი). იცავენ ყველგან როგორც იშვიათ ფორმას.

ფრინველმდივანი
ფრინველმდივანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფრინველები
კლასი:  ქორდიანები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ფრინველმდივანისებრნი
(Sagittariidae R. Grandori &
L. Grandori, 1935
)
გვარი:  ფრინველმდივანები
(Sagittarius Hermann, 1783)
სახეობა:  ფრინველმდივანი
ლათინური სახელი
Sagittarius serpentarius (J.F.Miller, 1779)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22696221

ლიტერატურა

რედაქტირება