ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან
ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან (ინგლ. Birdman Of Alcatraz) — 1962 წლის ამერიკული ფილმი პატიმარ რობერტ სტრაუდის შესახებ. მთავარი როლის შემსრულებელმა ბერტ ლანკასტერმა მიიღო BAFTA-სა და ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.
ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | ბიოგრაფიული |
დამდგმელი რეჟისორი | ჯონ ფრანკენჰაიმერი |
პროდიუსერი | ჰაროლდ ჰეხტი |
სცენარის ავტორი | გაი ტროსპერი |
ნაწარმოები | თომას გადისის |
როლებში |
ბერტ ლანკასტერი კარლ მოლდენი |
მუსიკა | ელმერ ბერნშტაინი |
ოპერატორი | ბარნეტ გაფი |
მონტაჟი | ედვარდ მანი |
სტუდია |
Informant Media Butcher's Run Films |
დისტრიბუტორი | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 3 ივლისი, 1962 |
ხანგრძლივობა | 143 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $2 650 000 |
სიუჟეტირედაქტირება
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
რობერტ სტრაუდს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ერთ დღეს, სეირნობისას ის პატარა უმწეო ბარტყს სიკვდილისგან იხსნის. სტრაუდი ბეღურას საკანში დააბინავებს და უვლის. სტრაუდი სხვა ჩიტებსაც იყოლიებს და მალე საქვეყნოდ ცნობილი ორნითოლოგი გახდება. მის გატაცებას ხელს უშლის ციხის ზედამხეველი. სტრაუდს გადაიყვანენს ალკატრასის კუნძულზე მდებარე განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში. მიუხედავად ამისა, სტრაუდი მოახერხებს და საკუთარ ისტორიას ჟურნალისტ ტომ გედისს მოუყვება.