ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ

ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ (დაბადების სახელი ფრიდრიხ ვილჰელმ პლუმპე, გერმ. Friedrich Wilhelm Murnau; დ. 28 დეკემბერი, 1888 — გ. 11 მარტი, 1931) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი კინორეჟისორი უხმო პერიოდის კინოში. ის ითვლება 20-იანი წლების გერმანული კინო ექსპრესიონიზმის გამორჩეულ პერსონად. მურნაუს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინეს შოპენჰაუერმა, ნიცშემ, შექსპირმა და იბსენმა. ამ უკანასკნელის პიესები ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში იხილა. ამავე პერიოდში უახლოვდება მაქს რეინჰალდს, რომელიც შემდგომ ასევე რეჟისორი გახდება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მურნაუს იწვევენ ჯარში, სადაც აღმოჩნდება აღმოსავლეთის ფრონტზე, გერმანულ საჰაერო ძალებში.

ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ

დაიბადაფრიდრიხ ვილჰელმ პლუმპე
28 დეკემბერი, 1888
ბილეფილდი, გერმანიის იმპერია
გარდაიცვალა11 მარტი, 1931 (42 წლის)
სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ
ეროვნებაგერმანელი
საქმიანობა კინორეჟისორი
წლები1919–1931

მურნაუს ყველაზე გამორჩეულ ფილმად ითვლება 1922 წელს გადაღებული „ნოსფერატუ: საშინელებათა სიმფონია“, რომელიც არის ბრემ სტოკერის დრაკულას კინო ინტერპრეტაცია. 1924 წელს ეკრანებზე გამოდის ფილმი უკანასკნელი ადამიანი. ინგლისში ეს ფილმი გავიდა „უკანასკნელი სიცილის“ სახელით. მურნაუს ასევე ეკუთვნის ფაუსტის გერმანული ლეგენდის და მისი გოეთესეული ვერსიის კინოეკრანიზაცია, „ფაუსტუსი — გერმანული ზღაპარი“, რომელიც 1926 წელს გადაიღო. მურნაუ განეკუთვნება გერმანელი რეჟისორების იმ კატეგორიას, რომელმაც პირველად დატოვა გერმანია და ემიგრაციაში წავიდა. რეჟისორების მეორე ტალღა უკვე ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებს სამშობლოს. მურნაუმ კარიერა გააგრძელა ჰოლივუდში. Fox Studio-ში გადაიღო სამი ფილმი, „აისი: ორი ადამიანის სიმღერა“ (1927), 4 ეშმაკი (1928) და ქალაქელი ქალი (1930). მზის ამოსვლა არაერთ გამოკითხვაში დასახელებულა, როგორც ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად, 2012 წელს Sight & Sound-ის გამოკითხვაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

1931 წელს იმოგზაურა ბორა ბორაზე, სადაც გადაიღო ტაბუ. ეს ფილმი შეიქმნა დოკუმენტური კინოს პიონერთან რობერტ ფლაერტთან თანამშრომლობის შედეგად. ფილმის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, მურნაუ საავტომობილო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დღემდე მისი ფილმების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება