ფრანსის კონროი
ფრენსის კონროი (ინგლ. Frances Conroy; 13 ნოემბერი, 1953) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი.
დაიბადა მონროში, ჯორჯია, ირლანდიური და ლატვიური წარმომავლობის ოჯახში. დრამატურგიას სწავლობდა ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაში.
კონროის ერთ-ერთი პირველი გამოჩენა ეკრანზე იყო ვუდი ალენის 1979 წლის აწ კლასიკად ქცეულ მანჰეტენში. 1980 წელს შედგა მისი დებიუტი ბროდვეიზე სპექტაკლში „Lady From Dubuque“. პირველი ორი ათწლეული ის ძირითად აქცენტს თეატრზე აკეთებს. ამ პერიოდში ის თამაშობს დადგმებში „Our Town“, „The Little Foxes“, და „The Ride Down Mt. Morgan“. 1992 წელს ის უახლოვდება დრამატურგ ართურ მილერს, რის გამოც ის შემდგომში მრავალ მის სცენურ და ეკრანულ ნაწარმოებში ჩნდება. ამავე პერიოდში ის მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში, მინისერიალებში და ტელეფილმებში. ქორწინდება თანამსახიობ იან მონროსთან.
კონროი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი კრიტიკოსთა მიერ ნაქებ HBO-ს დრამატულ ტელესერიალში „ექვსი ფუტი მიწის ქვეშ“, სადაც ის ოჯახის მატრიარქი რუთ ფიშერის როლს თამაშობს. სერიალში მისი წვლილისთვის კონროი ემის ოთხ ნომინაციაზე წამოაყენეს და მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და სამი ეკრანის მსახიობთა გილდიის ჯილდო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანსის კონროი“ ვიკისაწყობში.
- ფრანსის კონროი — AllMovie
- ფრანსის კონროი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ფრანსის კონროი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ფრანსის კონროი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში