ფრენკ ბილინგს კელოგი

(გადამისამართდა გვერდიდან ფრენკ კელოგი)

ფრენკ ბილინგს კელოგი (ინგლ. Frank Billings Kellogg; დ. 22 დეკემბერი, 1856 — გ. 21 დეკემბერი, 1937) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.

ფრენკ ბილინგს კელოგი
ფრენკ ბილინგს კელოგი
აშშ-ის 45-ე სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მარტი, 1925 – 28 მარტი, 1929
პრეზიდენტი  კელვინ კულიჯი, ჰერბერტ ჰუვერი
წინამორბედიჩარლზ ჰიუზი
მემკვიდრეჰენრი სტიმსონი

დაბადებული22 დეკემბერი, 1856
პოტსდამი, ნიუ-იორკის შტატი
გარდაცვლილი21 დეკემბერი, 1937
სენტ-პოლი, მინესოტა
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1929)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პოტსდამში (ნიუ-იორკის შტატი) 1856 წელს აბიგეილ ბილინგს კელოგისა და აზი კლოგის ოჯახში. ფრენკი 10 წლის იყო, როდესაც ოჯახი გადასახლდა მინესოტაში. აქ იგი მუშაობდა ფერმაში, მოგვიანებით გაემგზავრა როჩესტერში, სადაც მუშაობდა კლერკად იურიდიულ კანტორაში. 1882–1887 წლებში საოლქო პროკურორია. 1886 წელს დაქორწინდა კლარა კუკზე.

1912 წელს აირჩიეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ. 1916 წელს აირჩიეს სენატში. 1923 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა გააგზავნა მეხუთე პანამერიკულ კონფერენციაზე სანტიაგოში (ჩილე). 1923-1925 წლებში ამერიკის ელჩია დიდ ბრიტანეთში.

1925 წელს პრეზიდენტმა კულიჯმა დანიშნა სახელმწიფო მდივნად. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყველაზე ცნობილი ქმედებაა კელოგ-ბრიანის პაქტის ხელმოწერა, რისთვისაც 1929 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება