ფრენკ ბილინგს კელოგი
ფრენკ ბილინგს კელოგი (ინგლ. Frank Billings Kellogg; დ. 22 დეკემბერი, 1856 — გ. 21 დეკემბერი, 1937) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
ფრენკ ბილინგს კელოგი | |
აშშ-ის 45-ე სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 მარტი, 1925 – 28 მარტი, 1929 | |
პრეზიდენტი | კელვინ კულიჯი, ჰერბერტ ჰუვერი |
წინამორბედი | ჩარლზ ჰიუზი |
მემკვიდრე | ჰენრი სტიმსონი |
დაბადებული | 22 დეკემბერი, 1856 პოტსდამი, ნიუ-იორკის შტატი |
გარდაცვლილი | 21 დეკემბერი, 1937 სენტ-პოლი, მინესოტა |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია (1929) |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა პოტსდამში (ნიუ-იორკის შტატი) 1856 წელს აბიგეილ ბილინგს კელოგისა და აზი კლოგის ოჯახში. ფრენკი 10 წლის იყო, როდესაც ოჯახი გადასახლდა მინესოტაში. აქ იგი მუშაობდა ფერმაში, მოგვიანებით გაემგზავრა როჩესტერში, სადაც მუშაობდა კლერკად იურიდიულ კანტორაში. 1882–1887 წლებში საოლქო პროკურორია. 1886 წელს დაქორწინდა კლარა კუკზე.
1912 წელს აირჩიეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ. 1916 წელს აირჩიეს სენატში. 1923 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა გააგზავნა მეხუთე პანამერიკულ კონფერენციაზე სანტიაგოში (ჩილე). 1923-1925 წლებში ამერიკის ელჩია დიდ ბრიტანეთში.
1925 წელს პრეზიდენტმა კულიჯმა დანიშნა სახელმწიფო მდივნად. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყველაზე ცნობილი ქმედებაა კელოგ-ბრიანის პაქტის ხელმოწერა, რისთვისაც 1929 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.