ფრედ დეივისი (ინგლ. Fred Davis; დ. 13 აგვისტო, 1913, ჩესტერფილდი, ინგლისი — გ. 16 აპრილი, 1998(1998-04-16), დერბიშირი, ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე. სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის 8-გზის ჩემპიონი.

ფრედ დეივისი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 1913
დაბ. ადგილი: ინგლისის დროშა ჩესტერფილდი
გარდ. თარიღი: 16 აპრილი, 1998(1998-04-16)
გარდ. ადგილი: ინგლისის დროშა დერბიშირი
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1929—1992
უმაღლესი რეიტინგი: 4
უმაღლესი ბრეიკი: 142
გამარჯვებები ტურნირებზე
სულ გამარჯვება: 18
მსოფლიო ჩემპიონატი: 8 (1948—1949; 1951—1956)
სხვა ტურნირები: 10

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ფრედი — ჯო დეივისის უმცროსი ძმა — დომინირებდა სნუკერში 1950-იანების განმავლობაში. თავდაპირველად დეივისი-უმცროსი თამაშობდა ინგლისურ ბილიარდში და უკვე 1929 წელს ამ თამაშში პროფესიონალი გახდა, მას შემდეგ, რაც მოიგო ეროვნული საყმაწვილო პირველობა. თავისი პირველი ოფიციალური სნუკერის მატჩი ფრედმა ითამაშა 1937 წელს — მაშინ ის დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რაუნდში უელსელ ბილ უიზერსთან. დეივისი ცნობილი იყო თავისი ახლომხედველობით, ამიტომ იმ მატჩის შემდეგ მან სპეციალური ქულები მიიღო. შესაძლოა, ამან იმოქმედა მისი თამაშის ხარისხზე, რადგან შემდეგი ორი წლის განმავლობაში ფრედმა ორჯერ მიაღწია ნახევარფინალს (უკანასკნელი მან წააგო თავის ძმა ჯოსთან ანგარიშით 14:17). მსოფლიო პირველობაზე ფრედს მეორედ მოუწია ჯოსთან შეხვედრა. ჯო იბრძოდა ზედიზედ მე-14 ტიტულისთვის და დაძაბულ ბრძოლაში ის მაინც მოიპოვა. 37:36 — ეს იყო პირველი ფინალი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც გადამწყვეტი ფრეიმით დამთავრდა.

შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ტურნირები სნუკერში დროებით გაუქმდა, თვითონ ფრედი კი ჯარში სამსახუროდ გაიწვიეს. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 1946 წელს — ტრიუმფატორი ისევ მისი ძმა გახდა. ფრედს გამოუჩნდა შესანიშნავი შანსი შემდეგ წელს პირველობაზე გასამარჯვებლად, მას შემდეგ, რაც უფროსმა დეივისმა შეწყვიტა ტურნირზე მონაწილეობის მიღება. ფრედი მივიდა ფინალამდე, სადაც შეხვდა შოტლანდიელ უოლტერ დონალდსონს, მაგრამ დამარცხდა ანგარიშით 63:82. და მაინც, დეივისმა გააგრძელა „ოჯახური ტრადიცია“ — შემდეგ წელს ის გაუსწორდა დონალდსონს და გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგ კი კიდევ სამი ჩემპიონატი მოიგო — 1948, 1949 და 1950.

1952 წელს ზოგიერთ სნუკერისტსა და BA & CC-ის (ბილიარდის საერთაშორის ასოციაცია) შორის უთანხმოების გამო გადაწყდა ერთ წელიწადში ორი ჩემპიონატის გამართვა[1]. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ორგანიზებული იყო BA & CC-ს მიერ, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა მოთამაშემ. მეორე ჩემპიონატს კი ორგანიზება დანარჩენმა სნუკერისტებმა გაუწიეს, მათ შორის იყო დეივისი. იმ პირველობაზე კვლავ ფრედმა გაიმარჯვა, ფინალში კი მისი მოწინააღმდეგე ისევ დონალდსონი იყო.

World Matchplay-მ, რომელსაც უძახდნენ „ნამდვილ“ ჩემპიონატს, მხოლოდ 1957 წლამდე გაძლო. ყველა თამაში 1957 წლამდე ფრედმა მოიგო. მთელი ამ დროის განმავლობაში მის მთავარ ოპონენტად უოლტერ დონალდსონი რჩებოდა — მან კიდევ სამჯერ ცადა ინგლისელისთვის ტიტულის წართმევა, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხი განიცადა.

ორმოცდაათიანების შუა წლებიდან სურათი ოდნავ შეიცვალა — ამჯერად ფრედს ეწინააღმდეგებოდა მისი თანამემამულე — ჯონ პალმენი. დაძაბულ მატჩში უმცროსმა დეივისმა მაინც შეძლო მეშვიდე ჩემპიონობის გაფორმება, შემდეგ წელს კი ეს შედეგი გაიმეორა. 1957 წლისთვის მან მოიპოვა 8 მთავარი ჯილდო, მაგრამ შემდეგი პირველობის წინ უეცრად განაცხადა ტურნირიდან წასვლის შესახებ, რითიც გზა გაუხსნა პალმენს. ფრედი აგრძელებდა თამაშს სნუკერის სხვა შეჯიბრებზე — ასე, 1958 და 1959 წლებში მან გაიმარჯვა News of the World Championship-ზე.

როდესაც 1984 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაახლდა (1958-დან ის არ ტარდებოდა), დეივისმა დაბრუნება გადაწყვიტა. ის კვლავ გავიდა ფინალში, მაგრამ ამჯერად ვერ შეძლო ჯონ პალმენის დამარცხება და დაუთმო მას ტიტული „მოკლე“ მატჩში 19 გამარჯვებამდე. მიუხედავად იმისა, რომ დეივისი კიდევ ორჯერ გავიდა ფინალში, მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჯონს. ფრედი დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის რვაგზის გამარჯვებულად, მან ვერ შეძლო თავისი უფროსი ძმის რეკორდის გამეორება, რომელმაც ტურნირი 15-ჯერ მოიგო.

როდესაც 1976 წელს პირველად შემოიტანეს სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი, ფრედ დეივისმა ექვსი ქულით დაიკავა მე-4 პოზიცია, რაც 63 წლის ინგლისელისთვის ცუდი მიღწევა არ იყო. მაგრამ უფრო მაღლა რეიტინგში მან ვერ ააღწია.

1977 წელს ფრედი დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (MBE), ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მიაღწია, სადაც სამხრეთ აფრიკელ პერი მენსთან წააგო ანგარიშით 16:18.

სნუკერში უიღბლობის მიუხედავად, დეივისმა შეძლო პირველი ადგილის დაკავება ინგლისური ბილიარდის მსოფლიო პირველობაზე 1980 და 1981 წლებში (თუმცა, ამ ჩემპიონატებიდან უკანასკნელი ფაქტობრივად 1980 წელს ჩატარდა). ბოლოს ის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე 1984 წელს გავიდა, მაგრამ მხოლოდ 1992 წელს, 79 წლის ასაკში, ფრედმა დაასრულა პროფესიონალური კარიერა.

ის გარდაიცვალა 1998 წლის 16 აპრილს, ახალი ჩემპიონატის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღით ადრე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-28.