ფრედერიკა ვიურტემბერგელი

ფრედერიკა ვიურტემბერგელი (გერმ. Friederike von Württemberg; დ. 27 ივლისი, 1765 — გ. 24 ნოემბერი, 1785) — ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ის ასული. ოლდენბურგის ჰერცოგ პეტერ I-ის მეუღლე და ავგუსტ I-ის დედა.

ფრედერიკა ვიურტემბერგელი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის პრინცესა
დაიბადა 27 ივლისი, 1765
პომერანია, პრუსია
გარდაიცვალა 24 ნოემბერი, 1785, (20 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ვიურტემბერგის დინასტია
მეუღლე(ები) პეტერ I, ოლდენბურგის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ავგუსტ I, ოლდენბურგის ჰერცოგი
გეორგი
მამა ფრიდრიხ II, ვიურტემბერგის ჰერცოგი
დედა ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკა დაიბადა 1765 წლის 27 ივლისს. იგი იყო ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II ევგენისა და მისი ცოლის, ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელის ქალიშვილი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხი, რუსეთის იმპერატრიცა სოფია დოროთეა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ელიზაბეთი.

1781 წლის 6 ივნისს, ფრედერიკა დააქორწინეს პრინც პეტერ ფრიდრიხ ჰოლშტაინ-გოტორპელზე. ქორწინება მიმართული იყო რუსეთ-ვიურტემბერგის ურთიერთობების გამყარებისკენ (ვინაიდან იმპერატორი პავლე I-ც ჰოლშტაინ-გოტორპელთა შთამომავალი იყო). 1783 წელს მან პრინცი ავგუსტი, ხოლო 1784 წელს პრინცი გეორგი გააჩინა.

ფრედერიკა 1785 წლის 24 ნოემბერს, 20 წლის ასაკში მესამე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა. მის შემდეგ, მისი ქმარი აღარ დაქორწინებულა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lundy, Darryl. "The Peerage: Friederike Herzogin von Württemberg". Retrieved 16 December 2009.