ფრედეგუნდი
ფრედეგუნდი (ლათ. Fredegundis, ფრანგ. Frédégonde) (დ. 545 — გ. 597) — ფრანკთა დედოფალი. მეფე ხილპერიკ I-ის ცოლი და ხლოტარ II-ის დედა.
ფრედეგუნდი | |
---|---|
Frédégonde | |
ფრანკთა დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 568 |
მმართ. დასასრული: | 27 სექტემბერი 584 |
წინამორბედი: | გალევუსტა |
მემკვიდრე: | ჰელდეტრუდე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 545 |
გარდ. თარიღი: | 8 დეკემბერი 597 |
გარდ. ადგილი: | პარიზი |
მეუღლე: | ხილპერიკ I |
შვილები: | ხლოტარ II |
ბიოგრაფია
რედაქტირებათავდაპირველად ფრანკთა სამეფო კარის მსახურმა ქალმა, მეფე ხილპერიკ პირველი მოხიბლა. მეფემ თავისი ცოლი გალევუსტა მოკლა და ფრედეგუნდი დაისვა დედოფლად. გალევუსტა ხილპერიკის ნახევარძმისა და მეზობელი ავსტრაზიის მეფის ცოლის — ბრუნჰილდის და იყო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ფრედეგუნდსა და ბრუნჰილდს შორის ჩამოვარდნილი მტრობა, რომელმაც ორმოცი წელი გასტანა.
ფრედეგუნს ჰყავდა ნახევარძმა — სიგებერტი, რომელიც 575 წელს მოკლა და ამავე გზას საკუთარი გერებიც გააყოლა. მან სიგებერტის შვილის, ხილდებერტ II-ის, ბრუნჰულდისა და მისი მაზლის, ბურგუნდიის მეფის — გუნტრამის მკვლელობაც სცადა.
584 წელს ჩილპერიკის იდუმალებით მოცული მკვლელობის შემდეგ, ფრედეგუნდმა მისი ქონება დაისაკუთრა და თავის ვაჟთან, ქლოტარ II-სთან პარიზში გაიქცა, საიდანაც ისინი ბრუნჰილდის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას მისი გარდაცვალებამდე 595 წლამდე განაგრძნობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. ქოთორნი. ტირანები, თბილისი, „კლიო“, 2011