ფრანც გიურტნერი (გერმ. Franz Gürtner; დ. 26 აგვისტო, 1881, რეგენსბურგი, გერმანიის იმპერია — გ. 29 იანვარი, 1941, ბერლინი, მესამე რაიხი) — ნაცისტური გერმანიის იუსტიციის რაიხსმინისტრი.

ფრანც გიურტნერი
გერმ. Franz Gürtner
270პქპქ
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1881
დაბადების ადგილი რეგენსბურგი, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1941
გარდაცვალების ადგილი ბერლინი, მესამე რაიხი
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
განათლება ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ეროვნება გერმანელი
პარტია გერმანიის ნაციონალური სახალხო პარტიანსდაპ
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი
ჯილდოები ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი, Military Merit Order (Bavaria) და Gallipoli Star

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1881 წლის 26 აგვისტოს, რეგენსბურგში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ჯერ იბრძოდა საფრანგეთში, ხოლო შემდეგ — პალესტინაში, სადაც გამოვლენილი სიმამაცისთვის რკინის ჯვრის პირველი და მეორე ხარისხით დაჯილდოვდა. ომის შემდეგ გაიარა იურიდიული პრაქტიკა და 1919 წელს გაწევრიანდა გერმანიის ნაციონალურ სახალხო პარტიაში. 1922-1932 წლებში, ბავარიის იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს, იგი იცავდა ჰიტლერს (მისი დამსახურებაა, რომ ლუდის პუტჩისთვის ჰიტლერმა შედარებით მსუბუქი განაჩენი მიიღო). ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა 1937 წელს.

1932 წლის ივნისში გიურტნერი დანიშნეს იუსტიციის მინისტრად. იუსტიციის მინისტრის რანგში მან გაამართლმა „გრძელი დანების ღამე“ და განაცხადა, რომ ჰიტლერის მოქმედებები სამართლიანი იყო და სახელმწიფოს დაცვისკენ იყო მიმართული. გარდაიცვალა 1941 წლის 29 იანვარს, ბერლინში.