ფრანჩესკო ტოლდო (იტალ. Francesco Toldo; დ. 2 დეკემბერი, 1971) — იტალიელი მეკარე. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რომელიც გაგრძელდა ორი ათეული წელი, იცავდა „ფიორენტინას“ და „ინტერის“ ღირსებას. კარიერის განმავლობაში მოიგო 15 ტიტული, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის იყო „ნერაძურის“ სარეზერვო მეკარე. იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ტოლდო მონაწილეობდა ხუთ საერთაშორისო ჩემპიონატში.

ფრანჩესკო ტოლდო
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
2 დეკემბერი, 1971
დაბადების
ადგილი
პადუა, იტალია
სიმაღლე 196 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
USMA Caselle
მონტებულუნა
მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1992 ტრენტო 38 (0)
1992–1993 რავენა 31 (0)
1993–2001 ფიორენტინა 266 (0)
2001–2010 ინტერნაციონალე 148 (0)
სულ 483 (0)
ეროვნული ნაკრები
1995-2004 იტალია 28 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დაიბადა პადუაში, ვენეტოში. კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „მილანში“. თუმცა მას არ უთამაშია კლუბის ძირითად შემადგენლობაში. მისი შემდგომი კლუბები იყო „ელას ვერონა“, „ტრენტინო კალჩო 1921“ და „რავენა კალჩო“.

შემდეგ ის გადავიდა „ფიორენტინაში“, სადაც რვა სეზონის განმავლობაში გუნდთან ერთად მოიგო იტალიის საფეხბურთო თასი და ერთხელ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე. ფიორენტინას გაკოტრებამდე ერთი წლით ადრე, 2001 წელს, ტოლდო გადავიდა „ინტერში“, სადაც იყო გუნდის ძირითადი მეკარე 2005 წლის ზაფხულამდე, სანამ გუნდში არ მოვიდა ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი.

 
ტოლდოს ვარჯიში ინტერთან

2006 წლის თებერვალში ტოლდომ გაახანგრძლივა კონტრაქტი „ინტერთან“ 2009 წლის ივნისამდე[1]).

2009 წლის აპრილში, 37 წლის მეკარემ, რომელიც კვლავ სეზარის შემცვლელი იყო, ხელი მოაწრა 2-წლიან კონტრაქტს 2011 წლის ზაფხულამდე.[2][3]

2010 წლის ივნისში გავრცელდა ცნობა, რომ ტოლდო მიდიოდა ფეხბურთიდან, სანამ კლუბი გააფორმებდა კონტრაქტს სეზარის შემცვლელ გოლკიპერთან, ლუკა კასტელაცისთან.[4].[5]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ტოლდოს ჩატარებული აქვს 28 მატჩი. მისი დებიუტი შედგა 1995 წლის 8 ოქტომბერს, რომელმაც შეცვალა ჯანფრანკო ძოლა, ლუკა ბუჩის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, 1996 წლის ევროპის ჩემპინატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა. ის გუნდში იმყოფებოდა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, როგორც სარეზერვო მეკარე.

მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ტოლდო იქნა შერჩეული 2000 წლის ევროპის ჩემპინატის სტარტისთვის, როცა ჯანლუიჯი ბუფონმა მოიტეხა ხელი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად რვა დღით ადრე.

ტოლდომ ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. მან მოიგერია პენალტი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ნახევარფინალში.

ტოლდო იყო იტალიის ნაკრების განაცხადში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მა არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ მატჩში. მას ასევე არ უთამაშია 2002 წლის მსოფლიოს და ევროპის 2004 წლის ჩემპიონატებზე, რის შემდეგაც მან განაცხადა ნაკრების დატოვების შესახებ.

ტიტულები

რედაქტირება
ფიორენტინა
ინტერი

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Toldo with Inter until 2009. Inter Milan (20 February 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 13 April 2010.
  2. Inter 'keeper Toldo signs two-year extension. ESPNsoccernet (3 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 13 April 2010.
  3. „Toldo with Inter until 2011“. Inter Milan. 2 March 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 3 July 2010.
  4. Taidelli, Luca (18 June 2010). „Toldo si ritira: resta in società“ [Toldo retires: will stay with team] (Italian). La Gazzetta dello Sport. ციტირების თარიღი: 7 July 2010.
  5. „Toldo: "I have decided to hang up my boots". Inter Milan. 7 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 7 July 2010.