ფრანსუა დე მალერბი
ფრანსუა დე მალერბი (დ. 1555 — გ. 16 ოქტომბერი, 1628, პარიზი) — ფრანგი მწერალი, ფრანგული კლასიცისტური პოეზიის ფუძემდებელი. იყო ანრი IV-ის კარის პოეტი. პირველად მცირე პოემა „წმინდა პეტრეს ცრემლები“ გამოაქვეყნა 1587 წელს. წერდა სტანსებს, სონეტებს, ეპიგრამებს, ელეგიებს, სამიჯნური და რელიგიურ ლექსებს, ოდებს. სახლი გაითქვა თეორიული ნაშრომებით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კლასიციზმის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანი რეოფრმა მოახდინა ენის და ლექსის სფეროში. ენა გაწმინდა ბერძნული და ლათინური ენიდან ნასესხები სიტყვებიდან, არქაიზმებისგან. სანიმუშოდ სახავდა პარიზის მოსახლეობის სამეტყველო ენას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 386.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანსუა დე მალერბი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ფრანსუა დე მალერბი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)