ფრანსუაზა ჟილო
მარი ფრანსუაზა ჟილო (ფრანგ. Marie Françoise Gilot; დ. 26 ნოემბერი, 1921, ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი – გ. 6 ივნისი, 2023, ნიუ-იორკი, აშშ) — ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი, მემუარების ავტორი. მან პოპულარობა მოიპოვა 1964 წელს, როდესაც გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია „ჩემი ცხოვრება პიკასოსთან“, სადაც აღწერილი იყო მისი ურთიერთობა ცნობილ მხატვარ პაბლო პიკასოსთან 1943-1953 წლებში.
ფრანსუაზა ჟილო | |
---|---|
ფრანსუაზა ჟილო 2013 წელი | |
დაბადების თარიღი |
26 ნოემბერი, 1921 ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
6 ივნისი, 2023 (101 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ფრანგი |
განათლება |
კემბრიჯის უნივერსიტეტი (1939) სორბონა (1938) ბრიტანეთის ინსტიტუტი პარიზში |
საქმიანობა | მხატვარი |
მეუღლე(ები) |
ლუკ სიმონი (1955-1962) ჯონას სალკი (1970-1995) |
პარტნიორ(ებ)ი | პაბლო პიკასო (1943-1953) |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
საიტი | [[1]] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანსუაზას დედა მადლენ რენო (1898-1985) ნიჭიერი მხატვარი იყო. ფრანსუაზას მამა — ემილე გილოტი (1889-1957), წარმატებული ბიზნესმენი, ძალიან განათლებული პიროვნება იყო, თუმცა ამავე დროს გამოირჩეოდა ავტორიტარული ხასიათით.გოგონამ პატარაობიდან მარცხენა ხელით დაიწყო წერა, მაგრამ მამა 4 წლიდან აიძულებდა მარჯვენა ხელით ეწერა. შედეგად ფრანსუაზა ამბიდექსტრუალური გახდა და ორივე ხელით თანაბრად შეეძლო წერა. ხუთი წლის ასაკიდან მხატვრობა სურდა, თუმცა მკაცრი მამა ასულში მომავალ იურისტს ხედავდა. ამის მიუხედავად, ფრანსუაზამ გაიმარჯვა მამასთან დაპირისპირებაში და ხატვა დაიწყო. [1][2]
1938 წელს ფრანსუაზამ გახსნა პირველი სახელოსნო პარიზში, ბებიის-ანა რენოს სახლში. 1943 წელს, ოკუპირებულ პარიზში, 22 წლის მხატვარმა ჩაატარა ნამუშევრების პირველი გამოფენა, რომელიც დიდი მოწონება დაიმსახურა.[3][4][5]
ამავე დროს მან გაიცნო პაბლო პიკასო, რომელიც 40 წლით უფროსი იყო. პაბლო პიკასოს აიმ პერიოდში დაძაბული სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა დორა მაართან. 1948 წელს ჟილომ და პიკასომ ერთად დაიწყეს ცხოვრება საფრანგეთის სამხრეთით, ვალორისში.[6] წყვილს ორი შვილი ჰყავდა: კლოდი (1947) და პალომა (1949). პაბლო პიკასოს რთულმა ხასიათმა და მისმა გამუდმებულმა ღალატმა ფრანსუაზა აიძულა შვილები წაეყვანა და პაბლო პიკასო დაეტოვებინა 1953 წელს. [7]1955 წელს ფრანსუაზა ჟილომ იქორწინა მხატვარ ლუკ სიმონზე. 1956 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი ორელია. წყვილი 1962 წელს დაშორდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ფრანსუაზამ მიიღო შეთავაზებები დაეწერა მოგონებები ცნობილ ადამიანთან ერთად ცხოვრების შესახებ. პაბლო პიკასო ყველანაირად ხელს უშლიდა წიგნის გამოქვეყნებას და წააგო სამი სასამართლო პროცესი. მემუარში "ჩემი ცხოვრება პიკასოსთან" აღწერილია არა მხოლოდ პიკასოს შემოქმედება, არამედ მისი რთული ურთიერთობა ქალებთან. წიგნის გამოცემის შემდეგ, პიკასომ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი მათ საერთო შვილებთან.[8][9][10]
1970 წელს ფრანსუაზა ჟილო ცოლად გაჰყვა ამერიკელ ვირუსოლოგ ჯონას სოლკს, რომელმაც შექმნა პოლიომიელიტის ვაქცინა.[11]
1990 წელს ფრანსუაზა ჟილოს მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი.
შემოქმედება
რედაქტირებაფრანსუაზა ჟილომ დაიწყო მუშაობა აბსტრაქციონიზმის მიმართულებით, რამაც მოგვიანებით შეიძინა სტრუქტურული ელემენტები. იგი ასევე მუშაობდა გრაფიკაში, ლითოგრაფიასა და აკვატინტში.[12]
პოპკულტურაში
რედაქტირებაბრიტანელი მსახიობი ნატაშა მაკელჰონე თამაშობს ფრანსუაზა ჟილოს ფილმში „გაატარო ცხოვრება პიკასოსთან ერთად“ (1996). ამერიკული დოკუმენტური ანთოლოგიის სატელევიზიო სერიალის Genius (2018) მეორე სეზონში, რომელიც პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ფრანსუაზას როლს ასრულებს ფრანგი მსახიობი პოეზი კლემანსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანსუაზა ჟილო - ოფიციალური ვებ გვერდი
- ფრანსუაზა ჟილო IMDb
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Francoise Gilot Archives". Francoisegilot.com. Archived from the original on 2 July 2014. Retrieved 27 June 2014.
- ↑ Gilot, Françoise, Monograph 1940-2000. Lausanne: Sylvio Acatos, 2000.
- ↑ WIC Biography - Françoise Gilot". Wic.org. Archived from the original on 2014-07-08. Retrieved 2014-06-27.
- ↑ Francoise Gilot Bauerart.com. Archived from the original on 2013-01-13. Retrieved 2014-06-27.
- ↑ Gilot, Francoise and Kunstsammlungen Chemnitz. Francoise Gilot: Painting – Malerei. Germany: Kerber Verlag, 2003.
- ↑ Hawley, Janet, 2011. "Pablo was the greatest love of my life ... I left before I was destroyed", Good Weekend, Sydney Morning Herald, 23 July, pp. 14.
- ↑ Museu Picasso Barcelona
- ↑ "1940s". Archived from the original on 2017-03-16. Retrieved 2017-09-24.
- ↑ Vogue Magazine: April 2012 Life After Picasso, Françoise Gilot Archived 2015-02-09 at the Wayback Machine
- ↑ Surviving Picasso. DVD. Directed by James Ivory. Culver City, CA: Warner Bros. Entertainment Inc., 1996.
- ↑ Jacobs, Charlotte Decroes (8 February 2018). "The Last Love of Jonas Salk". დაარქივებული 2021-04-11 საიტზე Wayback Machine. Nautilus. Retrieved 9 February 2018.
- ↑ Lacher, Irene (6 March 1991). "A Place of Her Own : Culture: Francoise Gilot, Picasso's former lover and Jonas Salk's wife, wants to be known not as the companion of great men, but as their equal". Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012 წლის 7 ნოემბერს