ფორონიდები
ფორონიდები (ლათ. Phoronidea) — ზღვის ფსკერის უხერხემლო ცხოველების კლასი. მათი სხეულის სიგრძე 0,6—45 სმ აღწევს, მოთავსებულია ტყავისებრ ქიტოვან მილში. ფორონიდების ნალისმაგვარ ფუძეზე განლაგებულია მრავალი საცეცი, რომელთა შორისაც არის პირი. იკვებებიან წვრილ-წვრილი ორგანიზმებით. ფორონიდები ცალსქესიანი ცხოველები არიან. კვერცხიდან იჩეკება პლანქტონური ლარვა—აქტინოტროხა. კლასში 23 სახეობაა. ზოგი ფორონიდები ფსკერის თევზების საკვებიც იყოს. ზოგჯერ ფორონიდებს ცალკე ტიპად (Phoronidea) გამოყოფენ.
ფორონიდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phoronidea | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 368.