სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ფონი“ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალურ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა ქუთაისში 1909–1910 წლებში. 1910 წლის 6 ივნისს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთის გამოცემა შეაჩერა, ხოლო ამავე წლის სექტემბერში დახურა. რედაქტორი გ. გიორგაძე. თანამშრომლობდნენ ა. ხახანაშცილი, გ. შარაბიძე, თ. ღლონტი, გ. ძასხულია, გ. ქუჩიშვილი, ტ. ტაბიძე, იასმანი (მ. კინწურაშვილი), კ. აბაშისპირელი და სხვები.

ლიტერატურა რედაქტირება