ფოლკლენდის კუნძულები

(გადამისამართდა გვერდიდან ფოლკლენდი)

ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები (ინგლ. Falkland Islands — ფოლკლენდის კუნძულები, ესპ. Islas Malvinas — მალვინის კუნძულები) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, არგენტინის სანაპიროდან 483 კმ-ში. არქიპელაგი მოიცავს კუნძულ აღმოსავლეთ ფოლკლენდს, დასავლეთ ფოლკლენდს და 776 პატარა კუნძულს. წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. დედაქალაქია პორტ-სტენლი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ფოლკლენდზე.

ფოლკლენდის კუნძულების დროშა
ფოლკლენდის კუნძულების ადგილმდებაორეობა
ფოლკლენდის კუნძულები

1833 წლიდან არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ფოლკლენდის კუნძულებზე. 1982 წელს, არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა ორთვიანი ომი ამ კუნძულებისათვის (ფოლკლენდის ომი), რომელიც არგენტინის მარცხით დამთავრდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება