ფლორენციის საკათედრო ტაძარი
ფლორენციის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Firenze) — საკათედრო ტაძარი იტალიის ქალაქ ფლორენციაში. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1296 წელს გოტიკურ სტილში არნოლფო დი კამბიოს დიზაინით და სტრუქტურულად დასრულდა 1436 წლისთვის, ფილიპო ბრუნელესკის [1] მიერ შემუშავებული გუმბათით.ბაზილიკის გარე მხარე მოპირკეთებულია პოლიქრომული მარმარილოს პანელებით მწვანე და ვარდისფერ ფერებში, შემოსაზღვრულია თეთრი მარმარილოთი და აქვს ემილიო დე ფაბრისის მე-19 საუკუნის გოტიკური აღორძინების დახვეწილი ფასადი.
საკათედრო კომპლექსი, პიაცა დელ დუომო, მოიცავს ბაპტისტერიას და ჯოტოს კამპანილეს . ეს სამი შენობა არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაზილიკა იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიაა და მისი გუმბათი არის ყველაზე დიდი აგურის გუმბათი, რომელიც ოდესმე აშენებულა.
საკათედრო ტაძარი არის ფლორენციის არქიეპისკოპოსის დედა ეკლესია, რომლის მთავარეპისკოპოსი არის ჯუზეპე ბეტორი .
ისტორია
რედაქტირებასანტა მარია დელ ფიორე აშენდა წმინდა რეპარატასადმი მიძღვნილ ფლორენციის მეორე ტაძრის ადგილზე; [2] უძველესი ნაგებობა, რომელიც დაარსდა მე-5 საუკუნის დასაწყისში,მრავალჯერ შეკეთდა, მაგრამ ასაკთან ერთად იშლებოდა. ამასთან იგი უკვე მცირე იყო ფლორენციისთვის, სადაც მოსახლეობამ სწრაფად დაიწყო ზრდა.და რაც მთავარია ახალ ტაძარს ზომითა და შემკულობით უნდა დაეჩრდილა ტოსკანის სხვა ქალაქების - სიენასა და პიზის ტაძრები.
ქალაქის საბჭომ დაამტკიცა არნოლფო დი კამბიოს დიზაინი ახალი ეკლესიისთვის 1294 წელს [3] . 1296 წლის 9 სექტემბერს საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ბევრი ღვთისმსახური, მოხელე და უამრავი ფლოენციელი ესწრებოდა, საძირკველში პირველი ქვა ჩადო კარდინალმა პიეტრო ვალერიანო დურაგუერამ, პაპ ბონიფაციუს VIII- პირველის ლეგატმა.
მშენებლობა კედლების ამოყვანით დაიწყო.თავდაპირველად აშენდა სამხრეთი კედელი.ხუროთმოძღვრის მიერ დაპროექტებული სამი ფართო ნავი რვაკუთხა ფორმის გუმბათით სრულდებოდა.
მას შემდეგ, რაც არნოლფო გარდაიცვალა 1302 წელს, ტაძარზე მუშაობა შენელდა თითქმის 50 წლის განმავლობაში. როდესაც 1330 წელს სანტა რეპარატაში წმინდა ზენობიუსის ნაწილები აღმოაჩინეს, პროექტმა ახალი იმპულსი შეიძინა. 1331 წელს ტაძრის მშენებლობაზე მზრუნველობა არტე დელა ლანამ, მატყლის ვაჭრების გილდიამ, აიღო.1334 წელს ჯოტო დაინიშნა სამუშაოების ზედამხედველად. ანდრეა პისანოს დახმარებით, ჯოტომ განაგრძო დი კამბიოს დიზაინი. მისი მთავარი მიღწევა იყო სამრეკლოს აშენება. როდესაც ჯოტო გარდაიცვალა 1337 წლის 8 იანვარს, ანდრეა პისანომ განაგრძო შენება მანამ, სანამ მუშაობა არ შეწყდა შავი ჭირის გამო 1348 წელს.
სამუშაოები განახლდა 1349 წელს. ფრანჩესკო ტალენტიმ დაასრულა ჯოტოს კამპანილა და გაზარდა მშენებარე აფსიდისა და ტრანსეპტის ფართობები.1359 წელს ფრანჩესკო ტალენტი ჯოვანი დი ლაპო გინიმ შეცვალა, რომელმაც მთავარი ნავი თაღებით ოთხ კვადრატულ ნაწილად დაყო. მის შემდეგ, 1369 წლიდან, მშენებლობას განაგრძობდნენ ცნობილი არქიტექტორები ალბერტო არნოლდი, ჯოვანი დ'ამბოჯო,ნერი დი ფიორავანტი, ანდრეა ორკანია. 1380 წელს დსრულდა ნავი, ხოლო 1414 წლისთვის მხოლოდ გუმბათის აგება იყო დარჩენილი.
1418 წლის 19 აგვისტოს [4] Arte della Lana-მ გამოაცხადა არქიტექტურული დიზაინის კონკურსი გუმბათის დასადგმელად. კომისიამ ფილიპო ბრუნელესკის პროექტი შეარჩია [5] ბრუნელესკი ამ ტაძრითვის გუმბათის შექმნაზე ჭაბუკობიდან ოცნებობდა. დღეს იტალიის არქიტექტორულ სასწავლებლებში სანტა მარია დელ ფიორეს გუმბათის შესწავლა პროგრამის აუცილებელი ნაწილია.
გუმბათზე მუშაობა 1420 წელს დაიწყო და 1436 წელს დასრულდა. ტაძარი აკურთხა პაპმა ევგენი IV-მ 1436 წლის 25 მარტს. ეს იყო ისტორიაში პირველი „რვაკუთხა“ გუმბათი, რომელიც აშენდა დროებითი ხის საყრდენი ჩარჩოს გარეშე. ეს იყო რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი.
მე-14 საუკუნეში დაწყებული ტაძრის ფასადი 1887 წელს დასრულდა. ფასადისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ფერის მარმარილოს ფილები - მომწვანო, ვარდისფერი, თეთრი. ამ საქმეში დიდი ხარჯო გასწია თავადმა სად დონატომ, იგივე პაველ დემიდოვმა, მას ფლორენციაში ძეგლიც დაუდგეს, დემიდოვების გგერბი კი ფასადის ცენტრალური პორტალის მარჯვენა მხარესაა.
ლოტერატურა
რედაქტირება- Bartlett, Kenneth R. (1992). The Civilization of the Italian Renaissance. Toronto: D.C. Heath and Company. ISBN 0-669-20900-7.
- King, Ross (2000). Brunelleschi's Dome: How a Renaissance Genius Reinvented Architecture. London: Chatto & Windus. ISBN 9781620401941.
- Jepson, Tim (2015). The National Geographic Traveler, Florence & Tuscany. National Geographic Society. ISBN 978-90-215-9720-1.
- (1996) Italian Renaissance Architecture: from Brunelleschi to Michelangelo. London: Thames and Hudson. ISBN 978-0-500-27921-2.
- Montrésor, Carlo. The Opera del Duomo, Museum in Florence. Mandragora.
- Tacconi, Marica S. (2005). Cathedral and Civic Ritual in Late Medieval and Renaissance Florence: The Service Books of Santa Maria del Fiore. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81704-2.
- Wirtz, Rolf C. (2005). Kunst & Architektur, Florenz. Könemann. ISBN 3-8331-1576-9.
- Cupola di Santa Maria del Fiore: il cantiere di restauro 1980–1995, a cura di Cristina Acidini Luchinat e Riccardo Dalla Negra. Istituto poligrafico e Zecca dello Stato (Roma). ISBN 978-88-240-3956-7. Library of Congress permalink
- Devémy, Jean-François. Sur les traces de Filippo Brunelleschi, l'invention de la coupole de Santa Maria del Fiore à Florence. Suresnes: Les Editions du Net. ISBN 978-2-312-01329-9. (in line presentation დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. )
- Gärtner, Peter J. (1998). Filippo Brunelleschi 1377–1446. Köln : Könemann. ISBN 978-3-8290-0241-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ermengem, Kristiaan Van. Duomo di Firenze, Florence en-us. ციტირების თარიღი: 5 February 2016
- ↑ Bartlett, pp. 36–37; according to Bartlett, the people of Florence continued to call the cathedral by its former name for some time after reconstruction.
- ↑ ცარიელი დამოწმება (დახმარება)
- ↑ King, Ross (2000). Brunelleschi's Dome: How a Renaissance Genius Reinvented Architecture. New York: Bloomsbury, გვ. 1. ISBN 978-0-8027-1366-7.
- ↑ Zucconi, Guido (1995). Florence: An Architectural Guide. San Giovanni Lupatoto, Vr, Italy: Arsenale Editrice srl. ISBN 978-88-7743-147-9.