ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფლორა (მრავალმნიშვნელოვანი).

ფლორარომაულ მითოლოგიაში ყვავილთა და გაზაფხულის ქალღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ რომაულ მითოლოგიაში ღვთაებებს შორის იერარქიით საკმაოდ დაბალ საფეხურზე იყო, მისმა სტატუსმა ნაყოფიერების სხვა ქალღმერთთა შორის და მისმა ასოციაციამ გაზაფხულთან მას ყვავილობის ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი სახელობის ფესტივალი, ფლორალია, 28 აპრილიდან და 3 მაისამდე იმართებოდა. სახლის შესასვლელებს ყვავილებით ამკობდნენ, თავზე გვირგვინი ედგათ, ცეკვებით, ღვინოს სმითა, ყვავილებით იმართებოდა და ცხოვრების ციკლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ბერძნული ეკვივალენტი იყო ხლორისი. ფლორა დაქორწინებული იყო ფავონიუსზე, ქარის ღმერთზე. ფლორალიები დაარსდა ძვ. წ. 214 წელს. ფლორას აიგივებდბებ ბერძნულ ქლორიდასთან (აყვავებული). ხელოვნებაში გამოსახავდნენ ყვავილებით შემკული ყმაწვილი ქალის სახით (ტიციანი, ნიკოლა პუსენი, რემბრანდტი და სხვა).

ფლორა და ზეფირუსი, უილიამ-ადოლფ ბუჟერო (1875)

ფლორას სახელმა ხელმეორე აღმავლობა ჰპოვა პოსტ-პაგანიზმის ანტიკურ ხანაში რენესანს ჰუმანისტთა შორის და ამ დროს გაცილებით უფრო პოპულარული გახდა ვიდრე თვით ძველ რომში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება