ფლინდერსი (კუნძული)
ფლინდერსი (ინგლ. Flinders Island) — კუნძული ბასის სრუტეში, რომელიც მდებარეობს კუნძულ ტასმანიიდან 20 კმ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ფიურნოს კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული. კუნძულზე მოქმედებს ფლინდერს-აილენდის აეროპორტი.
მშობ. სახელი: ინგლ. Flinders Island | |
---|---|
კუნძულ ფლინდერსის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
40°00′ ს. გ. 148°07′ ა. გ. / 40.000° ს. გ. 148.117° ა. გ.კოორდინატები: 40°00′ ს. გ. 148°07′ ა. გ. / 40.000° ს. გ. 148.117° ა. გ. | |
მდებარეობა | ბასის სრუტე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 1333 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
756 მ სტრეზელეცკის მთა |
ტასმანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 877 (2007) |
სიმჭიდროვე | 0,658 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაგეოლოგიური აგებულებით ფლინდერსის კუნძულზე ჭარბობს მთის ქედები, ჩამოყალიბებული გრანიტის ჯიშებისგან და უკავია მთელი კუნძულის მესამედი. მათ შორის ყველაზე დიდია — სტრეზელეცკის რიგი (ინგლ. Strezelecki Range), დარლინგის რიგი (ინგლ. Darling Range), კილიკრენკის მთა (ინგლ. Mount Killiecrankie) და პატრიარქი (ინგლ. The Patriarchs).
კუნძულის დაახლოებით ნახევარი წარმოადგენს სანაპირო დიუნას მისი მსგავსი ნიადაგის დანალექებით, რომლებიც აყალიბებენ დაბლობებს კუნძულ ფლინდერსის აღმოსავლეთ ნაწილში და ვიწრო ზოლს დასავლეთ სანაპიროზე. ბევრ დაბლობ ადგილებში ბევრი ლაგუნებით შეიძლება შევხვდეთ ესტუარიულ ქვიშოვან პლასტებს, თიხებს და კენჭებს. უმაღლესი წერტილია — სტრეზელეცკის მთა (756 მეტრი). დანარჩენი პიკები აღწევენ 400 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის ფართობი — დაახლოებით 1333 კმ².
ბევრი პატარა მდინარის ნაკადი, რომლებიც მიედინება ნაპირის მიმართულებით, ქმნის ჰიდროგრაფიულ ქსელს. დიდი მდინარეები, რომლებიც სათავეს იღებენ სასოფლო სამეურნეო მიწებზე, მიედინებიან აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით და ჩაედინებიან ოთხ ვიწრო ზღვის სრუტეში. ბევრი მდინარე თავს იჩენს მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდეგ, რაც დაკავშირებულია მდინარეების მცირე სიგრძესთან და დაკლაკნილ ადგილმდებარეობასთან, რომელშიც ისინი მოედინებიან.
ფლინდერსის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს ბევრი იქვე ახლოს მდებარე ლაგუნა. სხვადასხვა რაოდენობის ნალექების, სიმაღლის, გეოლოგიური აგებულების და ლანდშაფტის გამო კუნძულზე ნიადაგის და მცენარეულობის დიდი მრავალფეროვნებაა. სანაპირო დიუნების გასწვრივ ჭარბობს კირქვის დიდი შემცველობის ნიადაგი, რომელზეც იზრდება დაბალი სიმაღლის ბუჩქები და დაბალი სიმაღლის ხეები. კუნძულის დასავლეთ სანაპიროს დაბლობ ადგილებში ჭარბობს მონოფრაქციული ქვიშა და არაერთგვაროვანი ნიადაგი, რომელზეც ხარობს ევკალიპტი.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული 1773 წლის 19 მარტს აღმოაჩინა ტობიას ფიურნომ — ჯეიმზ კუკის ექსპედიციის გემის ერთ-ერთმა კაპიტანმა. 1798 წლის ოქტომბერში — 1799 წლის ივნისში კუნძულის გარშემო გაცურდა გემი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდნენ ინგლისელი მკვლევარები ჯორჯ ბასი და მეტიუ ფლინდერსი. შემდგომში სრუტეს, რომელიც გამოყოფს ტასმანიის კუნძულს ავსტრალიისგან, დაერქვა ბასის სრუტე, ხოლო ფიურნოს კუნძულების მთავარ კუნძულს — ფლინდერსის კუნძული.
კუნძულზე პირველი დასახლებულები იყვნენ სელაპებხე მონადირეები, რომლებიც თავის საქმით დაკავებულები იყვნენ 1828 წლამდე. ამის შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად დაკავებულები იყვნენ მეცხვარეობით. 1833 წელს უკანასკნელი ტასმანიელები (სულ 160 ადამიანი) გადაასახლეს ფლინდერსის კუნძულზე, რომლებმაც აქ დააარსეს საკუთარი დასახლება Wybalenna. მიუხედავად ამისა, უკვე 1847 წელს დასახლება მიტოვებული იქნა, ხოლო დარჩენილი 45 აბორიგენი კვლავ დაბრუნდა კუნძულ ტასმანიაზე.
კუნძულ ფლინდერსზე პირველი საბჭო აირჩიეს 1908 წელს. ამ დროს კუნძულზე შეიმჩნეოდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რომლებიც ძირითადად დასაქმებული იყვნენ სოფლის მეურნეობით და თევზჭერით.
1950-იანი წლების დასაწყისში კუნძულზე შემუშავდა ახალი დასახლებული პუნქტის მშენებლობის გეგმა. შედეგად ჩატარდა მიწების ამოშრობის სამუშაოები აღმოსავლეთ სანაპიროზე, რამაც მნიშვნელოვანად გაზარდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფართობი. ახალი მაცხოვრებლები ძირითადად მოდიოდნენ კუნძულ ტასმანიიდან და ახალი სამხრეთი უელსიდან.
მოსახლეობა
რედაქტირება2007 წელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა — 877[1] ადამიანს. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტებია — უაიტმარკი (ინგლ. Whitemark) და ლედი-ბერონი (ინგლ. Lady Barron).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაშედის ტასმანიის შტატის შემადგენლობაში.