სტილიქონი

(გადამისამართდა გვერდიდან ფლავიუს სტილიქონი)

ფლავიუს სტილიქონი (ლათ. Stilicho; დ. 360/365 — გ. 408, რავენა) — რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ვანდალი. დაწინაურდა იმპერატორ თეოდოსიუს I-ის მმართველობის დროს. თეოდოსიუსის გარდაცვალების შემდეგ (395 წელი) მცირეწლოვანი იმპერატორის ჰონორიუსის მეურვე იყო. მაგრამ ფაქტობრივად იმპერიის დასავლეთ ნაწილს განაგებდა. წარმატებით ომობდა ბრიტანეთის, რაინისა და დუნაისპირა ტომებთან. იტალიაში ორჯერ დაამარცხა (401 წელი) ვესტგუთები ალარიხ I-ის მეთაურობით. შეეწირა სასახლის ინტრიგებს, მოკლეს ჰონორიუსის ბრძანებით.

ფლავიუს სტილიქონი

ლიტერატურა

რედაქტირება