ფლავიანე (გოროდეცკი)

(გადამისამართდა გვერდიდან ფლაბიანე (ეგზარქოსი))

მიტროპოლიტი ფლავიანე (ერისკაცობაში — ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გოროდეცკი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1898-1901 წლებში.

მიტროპოლიტი ფლავიანე

ფლავიანე არ ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ აღიკვეცა ბერად, 1873 წლიდან 1884 წლამდე რუსეთის სასულიერო მისიის წევრი პეკინში (ჩინეთი), შემდეგ ამ მისიის თავმჯდომარე, შეისწავლა ჩინური ენა, ჩინურად თარგმნა მის მიერვე შედგენილი "Объяснение православного богослужения". 1885 წლიდან ეპისკოპოსი ლიუბლინისა, მთავარეპისკოპოსი ვარშავისა.

1898-1901 წლებში საქართველის ეგზარქოსი. 1901 წლიდან ხარკოვის მთავარეპისკოპოსი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ვლადიმერი
საქართველოს ეგზარქოსი
1898—1901
შემდეგი:
ალექსი I