ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია

ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია (ლათ. Tomicus piniperda ან Blastophagus piniperda) — მწერი ქერქიჭამიასებრთა ოჯახისა. ზრდასრული მწერი (ხოჭო) მურა-შავია, მატლი თეთრი, ოდნავ მოხრილი. საქართველოს ფიჭვნარებში ყველგანაა გავრცელებული. გამოზამთრებული ღრღნის ყლორტის გულს, შეიჭრება შიგ და ქმნის 15 სმ-მდე სიგრძის ხვრელს, ღეროსა და ტოტების გასწვრივ აკეთებს სადედე სავალს და მის ნაპირებზე დებს კვერცხს.გამოჩეკილიი მატლი ქერქ -ქვეშ ღრღნის ლაფანს. ხვრელებით შემორკალული ხე მალე ხმება. ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია წელიწადში ერთ თაობას იძლევა.

ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Tomicus piniperda

ბრძოლის ღონისძიებანი: მავნებლით დასახლებული ხეების მოჭრა, გაქერქვა ან ქიმიურად დამუშავება და რეზისტენტული კორომების შექმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება