ფიჩხოვანის წმინდა კვირიკეს ეკლესია

ფიჩხოვანის წმინდა კვირიკეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ფიჩხოვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 300-400 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,4 X 2,9 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია დგას ცოკოლზე. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს გარედან აგურის შეისრული თაღი აქვს. შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელშიც ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, რიყის ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. კონქი არაწესიერი ფორმისაა. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი გადახურულია არაწესიერი ფორმის სხმული კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება