ფიქრია ჩიხრაძე
ფიქრია ჩიხრაძე (დ. 27 აპრილი, 1966, ქ. ონი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
ფიქრია ჩიხრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აპრილი, 1966 |
დაბადების ადგილი | ონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ახალი მემარჯვენეები (2019-მდე) ლელო საქართველოსთვის (2019-დან) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი (მხატვრული თარგმანის განყოფილება ინგლისური ენის განხრით). 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი.
1990-1996 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1990-1994 წლებში მუშაობდა თბილისის II ექსპერიმენტულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1994-1995 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის ივერია ექსპრესის მთავარი რედაქტორი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა-გადარჩენისათვის. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008 წლის 7 ივნისიდან – 20 ივნისამდე — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
2015-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი.[1]
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992)
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სახალხო ფრაქცია“ წევრი (1999-2008)
- ორგანიზაცია „საქართველო ნატოში“ გამგეობა, წევრი
- პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“, თავმჯდომარე (2013-)
- საქართველოს მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2008)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები“, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1999-2004)
- საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“, წევრი (2004-2008)
- საქართველოს პოლიტიკური კლუბი, წევრი (1994-1996)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფიქრია ჩიხრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფიქრია ჩიხრაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-14. ციტირების თარიღი: 2015-12-26.