ფიქრეთ მამედოვი
ფიქრეთ ფარუხ-ოღლუ მამედოვი (აზერ. Fikrət Fərrux oğlu Məmmədov; დ. 1 ივლისი, 1955, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი იურისტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი (2000 წლის აპრილიდან).[1]
ფიქრეთ მამედოვი აზერ. Fikrət Məmmədov | |
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | აპრილი, 2000 |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
დაბადებული | 1 ივლისი, 1955 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
განათლება | ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფიქრეთ მამედოვი დაიბადა 1955 წლის 1 ივლისს. 1977 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1988 წელს - ბაქოს სოციალური მართვისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი.
კარიერა
რედაქტირებასამსახურეობრივი საქმიანობა დაიწყო 1977 წელს რაიონული პროკურორის მოადგილედ. შემდგომ იკავებდა ქალაქ ბაქოს პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორის, რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საორგანიზაციო-საკონტროლო განყოფილების უფროსი პროკურორისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებს. 1984 წელს გადაყვანილი იქნა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუქტორის თანამდებობაზე, სადაც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მოგვიანებით ის დააწინაურეს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, ქალაქ სუმგაითის პროკურორად, ხოლო 1994-2000 წლებში - გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2000 წლის აპრილში დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრად. ამის შემდეგ 4-ჯერ მოხდა ამავე თანამდებობაზე მისი ხელახლა დამტკიცება ახლადჩამოყალიბებულ მთავრობებში. პარალელურად ფიქრეთ მამედოვი 2005 წლიდან სასამართლო-უფლებადამცველობითი საბჭოს თავმჯდომარეა. ამ თანამდებობაზე რამდენჯერმე დაინიშნა.
მას აქვს იუსტიცის პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური უმაღლესი წოდება.
ფიქრეთ მამედოვი არის სენატორი და პროკურორების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი, საერთაშორისო ანტიკორუპციული ორგანოების და დანაშაულებათა და სისხლის სამართლებრივი დარღვევების წინასწარგანჭვრეტისადმი მიძღვნილი გაეროს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
რესურსები ინტერნტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikası nazirlərinin təyin edilməsi haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASININ PREZİDENTİNİN SƏRƏNCAMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2011-01-13.