დუმ-მეტალი

(გადამისამართდა გვერდიდან ფიუნერალ დუმი)

დუმ-მეტალიმძიმე მეტალის ექსტრემალური ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ იყენებს შენელებულ ტემპს, დაბალ ტონებზე აწყობილ გიტარებს, მძიმე მეტალის სხვა ჟანრებთან შედარებით უფრო „ხშირ“ და მძიმე მუსიკას. სიმღერაცა და ტექსტებიც იქითკენაა მიმართული, რომ გამოიწვიოს სასოწარკვეთილების გრძნობა, ძლიერი შიში და ბედისწერის მუქარის შეგრძნება[1] (თავად ჟანრის სახელწოდებაც „ბედისწერას“ ან „საბედისწეროს“ ნიშნავს.)

ჟანრზე დიდი გავლენა მოახდინა ბლექ საბათის ადრეულმა ნამუშევრებმა,[1] რომელმაც შექმნა პროტოტიპი დუმ-მეტალისთვის ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Black Sabbath, Electric Funeral და Into the Void. 1980-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში[1] რიგმა ჯგუფებმა ინგლისიდან (Pagan Altar, Witchfinder General), აშშ-დან (Pentagram, Saint Vitus, Trouble) და შვედეთიდან (Candlemass) განსაზღვრეს დუმ-მეტალი დამოუკიდებელ ჟანრად.

  1. 1.0 1.1 1.2 Doom metal. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-17. ციტირების თარიღი: 2008-07-21.