ფიტრის ტბა (ფრანგ. Lac Fitri) — ცენტრალურ აფრიკაში, ჩადის ტერიტორიაზე, დედაქალაქ ნჯამენიდან 278 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე გაუდინარი რელიქტური ტბა. ჩვეულებრივ ტბას აქვს დაახლოებით 50 000 ჰა ფართობი, მაგრამ წვიმიან სეზონებში იგი შეიძლება გასამმაგდეს. ამ მტკნარწყლიანი ტბის სიღრმე მცირეა, იგი იკვებება სეზონური ნალექების და საკუთარი აუზის მდინარეული ჩამონადენის ხარჯზე, რომლის ფართობი დაახლოებით 70 000 კმ²-ია. წვიმებიან სეზონზე ტბა ასევე იკვებება მდინარე ბათის ჩამონადენით, რომელსაც თავისი წყალი მოაქვს უადაის პლატოს მასივიდან აღმოსავლეთისკენ.

ფიტრის ტბა
ფრანგ. Lac Fitri
კოორდინატები: 12°48′33″ ჩ. გ. 17°30′09″ ა. გ. / 12.80917° ჩ. გ. 17.50250° ა. გ. / 12.80917; 17.50250
მდებარეობა ჩადის დროშა ჩადი
სიმაღლე ზღვის დონიდან 285 
ფართობი 500 კმ²
აუზის ფართობი 70 000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ბათა
ფიტრის ტბა — ჩადი
ფიტრის ტბა

ძველად ფიტრის ტბის ფართობი, ისევე როგორც ქვეყნის მეორე უდიდესი ჩადის ტბის ფართობი, იყო გაცილებით დიდი, ვიდრე დღეს. რამსარის კონვენციის თანახმად, ტბა ვეთლენდის მხრივ მიჩნეულია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონედ. საკმაოდ ძლიერი გვალვების დროს ტბა შესაძლებელია დაშრეს, როგორც ეს მოხდა XX საუკუნის დასაწყისში და კიდევ 1984–1985 წლებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება