ფიოდორ გადაევი (რუს. Федор Николаевич Гадаев; დ. 9 ივლისი, 1858 — გ. 5 იანვარი, 1896, კისლოვოდსკი, რუსეთის იმპერია) — რუსი პროფესიონალი ფოტოგრაფი, მოღვაწეობდა კისლავოდსკსა და პიატიგორსკში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1894 წლის ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით. 1890 წლების ბოლოს უშვებდა სტერეოსკოპულ ფოტოებს „კავკასიის ხედები ფ. გადაევისა კისლავოდსკიდან“, (რუს. «Виды Кавказа Ф. Гадаева в Кисловодске»). 1904 წლის კავკასიის გზამკვლევი იუწყება, რომ კისლავოდსკში საუკეთესო ფოტოგრაფებად ითვლებიან ფიოდორ გადაევი და გრიგორი რაევი.

გადაევის ფოტოშემოქმედება დაცულია ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და კერძო კოლექციებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Чернопятов В.И. Некрополь неск-х мест Кавказа. М.,1913

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება