გრიგორი რაევი
გრიგორი ივანეს ძე რაევი (დ. 1863, პიატიგორსკი — გ. 1957) — რუსი ფოტოგრაფი. მოღვაწეობდა ჩრდილოკავკასიაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრიგორი რაევი დაიბადა პიატიგორსკში 1863 წელს და იქვე 15 წლის ასაკში დაიწყო ფოტოგრაფიის დაუფლება.
რაევის პირველი დამრიგებელი იყო ფოტოგრაფი და კავკასიის მცოდნე ალექსანდრე ენგელი, „ჩემი მასწავლებელი ვენადან“, როგორც ამბობდა მასზე მისი მადლიერი მოწაფე. ის თან ახლდა ენგელს კავკასიაში მოგზაურობისას. მას ასევე მოუწია მუშაობა ი. ლანგეს ხელმძღვანელობითაც.
გრიგორი რაევმა ფოტოგრაფიას მიუძღვნა თავისი ცხოვრების 75 წელი. მან სახელი გაითქვა როგორც კავკასიის ფოტოისტორიკოსმა და მხატვრული ფოტოს დიდოსტატმა.
1887 წელს რაევმა თავისი ფოტოატელიეები გახსნა პიატიგორსკში და კისლოვოდსკში. იღებდა მხოლოდ თვითონ. 1895 წელს ის დააჯილდოვეს მედალით „შრომისმოყვარეობისთვის და ხელოვნებისთვის ფინანსთა სამინისტროსგან“. თავისი პირველი ჯილდო, საიმპერატორო რუსული ტექნიკური საზოგადოების ვერცხლის მედალი, 25 წლის გრიგოლ რაევმა მიიღო 1888 წელს. მის ჯილდოებს შორისაა 1909 წელს მიღებული გეგოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედალი, 4 ოქროს და 9 ვერცხლის მედალი, მრავალი დიპლომი და საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენი.
რუსი ბუნებისმეტყველების და ექიმების ХII ყრილობის დროს გამართულ ალპინიზმის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კავკასიის მთის საზოგადოების სამკერდე ნიშანი და დროშა, მთის სღჭურვილობა, რაევის მიერ გადაღებული ფოტოების დიდი კოლექცია რომელიც მან საჩუქრად გადასცა საზოგადოებას.
კავკასიის მთის საზოგადოების ერთ-ერთი პირველი და აქტიური წევრი, ამ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი საექსკურსიო კომისიის წევრი გ. რაევი კარგად იცნობდა კავკასიის ყველაზე შორეულ კუთხეებსაც, ფოტოებს იღებდა ყრუ ხეობებშიც და ბუმბერაზი იალბუზის მწვერვალებზეც. დაუღალავმა მოგზაურმა რაევმა კარგად შეისწავლა ყირიმი, მოიარა ევროპის და აზიის მრავალი ქვეყანა, ფოტოებზე აღბეჭდა ისტორიის და კულტურის მრავალი ძეგლი.
რაევს ეკუთვნის ლერმონტოვის ხსოვნასთან დაკავშირებული მრავალი უნიკალური ნაწარმოები. 1881 წელს მან გადაიღო პიატიგორსკში პოეტის დაღუპვიდან 40 წლისთავის აღნიშნვა. 1889 წელს ის ავიდა სპასის ეკლესიაზე და იქიდან გადაიღო რუსეთში ლერმონტოვის პირველი ძეგლის გახსნა. მის ნამუშევრებს შორისაა პოეტის სახლის პირველი ფოტოები, მაშუკის ძირში საბედისწერო დუელის ადგილის ფოტო, ლერმონტოვის მიერ შექებული ადგილების ფოტოები.
გ. რაევმა იცხოვრა ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება, "კავკასიის ფოტოგრაფიის ბაბუამ" თავისი 90 წლის იუბილე გადაიხადა პიატიგორსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მეგობრებსა და კოლეგებს შორის. კიდევ 4 წლის შემდეგ მან განასრულა თავისი მიწიერი გზა.
გრიგორი რაევი ითვლება ჩრდილოკავკასიის ფოტოგრაფად, თუმცა არაერთი ფოტო აქვს გადაღებული საქართველოს სამხედრო გზაზე საქართველოშიც. მის ფოტოკოლექციაში დაცულია ასევე სტერეოფოტოებიც.