ფინეთის პოლიტიკური სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან ფინეთის პოლიტიკა)

ფინეთის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიის, მრავალპარტიული სისტემის რესპუბლიკის პრინციპებს. სახელმწიფოს მეთაურია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობს და ფინეთის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.[1] აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ფიინეთის მთავრობას, რომლის მეთაურიც პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპოა.[2] საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა ფინეთის პარლამენტი (ფინ. Suomen eduskunta; შვედ. Finlands riksdag),[3] მაგრამ ამ სექტორში გარკვეული უფლებები მთავრობასაც გააჩნია. ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, თუმცა პარლამენტს ხმათა უმრავლესობით მისი დაძლევა შეუძლია..[4]

ფინეთის გერბი

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ორი სისტემისგან შედგება: საერთო სსასამართლოებისა და ადმინისტრაციული სასამართლოებისგან. საერთო სასამართლოებს შორის უმთავრესია ფინეთის უზენაესი სასამართლო, ხოლო ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის, ფინეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო. ფინეთში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. კანონის კონსტიტუციურობა შეიძლება განხილულ იქნეს ინდივიდუალური სასამართლო პროცესის ფარგლებში.

ფინეთის მოქალაქეებს ინდივიდუალური და პოლიტიკური თავისუფლება აქვთ. 18 წლის ასაკიდან ყველა ფინელს აქვს ხმის მიცემის უფლება. ფინეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებმა როგორც ხმის მიცემის, ისე თანამდებობების დაკავების უფლება შეზღუდვების გარეშე მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი იდეაში საპარლამენტო სისტემის რესპუბლიკაა, ქვეყნის პრეზიდენტს მაინც შენარჩუნებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მათ შორისაა საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საქმეების ლიდერის ფუნქციები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Position and duties - The President of the Republic of Finland: Position and Duties en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 March 2018
  2. Role of the Prime Minister en-US. ციტირების თარიღი: 21 March 2018
  3. About Parliament. ციტირების თარიღი: 21 March 2018
  4. Duties en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 21 March 2018