ფილტვის ემფიზემა (ბერძ. ἐμφυσάωგაბერვა, ჰაერით ავსება) — ფილტვის დაზიანება, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობის დაქვეითებისა და განლევის შედეგად ფილტვები განიერდება და იქ ჭარბად გროვდება ჰაერი. ფილტვების ემფიზემის განვითარებას ნიადაგს უმზადებს ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქების სპაზმი, ქრონიკული ანთებითი ცვლილებები ფილტვში და სხვა. ფილტვის ემფიზემა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, შემოფარგლული და დიფუზიური, მწვავე და ქრონიკული. თანდაყოლილ ფილტვების ემფიზემას იწვევს ერთ-ერთი ფერმენტის (a-1 ანტიტრიფსინის) ნაკლებობა. უფრო ხშირად ფილტვის ემფიზემა ქრონიკულად მიმდინარეობს და შუა ხნის მამაკაცებს ემართებათ. ქრონიკული ფილტვების ემფიზემის დროს სუნთქვის დარღვევის შედეგად ვითარდება სისხლის მიმოქცევის მოშლა; ავადმყოფობა რთულდება გულის დაავადებით.

მკურნალობა რედაქტირება

შრომის და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება; ბრონქების გამაფართოებებლი და სუნთქვითი ვარჯიში. ზღვის ჰაერით მკურნალობა. დაავადებულისთვის არასასურველია მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ცივი ჰავა, თამბაქოს მოწევა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება