ფილტვიანები
რბილტანიანი ცხოველები მუცელფეხიანების ქვეკლასისა
ფილტვიანები (ლათ. Pulmonata) — რბილტანიანი ცხოველები მუცელფეხიანების ქვეკლასისა. უმეტესობა ბინადრობს ხმელეთზე, მცირე რაოდენობა — მტკნარ წყალსა და ზღვებში. საქართველოში გვხვდება 30-მდე მტკნარი წყლის და 225-ზე მეტი ხმელეთის სახეობა. უკანასკნელთა უმეტესობა ტენის მოყვარულია, ამიტომ ხმელეთის ფილტვიანები განსაკუთრებით მრავლადაა დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში. ფილტვიანების ქვეკლასი წარმოდგენილია ორი რიგით: მჯდომთვალიანები (Basommatophora) და ღეროთვალიანები (Stylommatophora). საქართველოს ფილტვიანების მრავალი სახეობა მავნებელია — მსხვილ რქოსანი და წვრილი რქოსანი საქონლის პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძლებია, ზოგი — სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია, ზოგი კი საკვებად გამოიყენება.
ფილტვიანები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pulmonata | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეჟავა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 315.