ფილიპინების გერბი

ფილიპინების გერბი მიღებულია 1940 წელს. ეს არის ფარი, რომელზეც გამოსახულია ცენტრში ფილიპინების მზე 8 სხივით. სხივები წარმოადგენს ფილიპინების 8 ოლქს (ბატანგასი, ბულაკანი, კავიტე, მანილა, ლაგუნა, ნუევა ესიხა, პამპანგა და ტარლაკი); სამი ხუთქიმიანი ვარსკვლავით წარმოდგენილია კუნძულთა სამი ჯგუფი - ლუსონი, ბისაია და მინდანაო, რომელიც შეადგენს ფილიპინების არქიპელაგს. ფილიპინების კოლონიური ეპოქის სახსოვრად ლურჯ ფონზე გამოსახულია თეთრთავიანი არწივი — გაერთიანებული შტატების ეროვნული სიმბოლო, ხოლო მარჯვენა წითელ ფონზე გამოსახულია ფეხშემართული ესპანეთის წარსული ბატონობის სიმბოლო.

ფილიპინების გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1940 წელს
დევიზი Republika ng Pilipinas

წარწერა ლენტზე — „ფილიპინების რესპუბლიკა“ ფილიპინო ენაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება