ფეხბურთი სერბეთში

ფეხბურთი სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ყველაზე დიდი მიღწევა სერბეთის ფეხბურთის ისტორიაში არის სერბული „ცრვენა ზვეზდას“ გამარჯვება ევროპის ჩემპიონთა თასზე (თანამედროვე ჩემპიონთა ლიგა) 1991 წელს.

თანამდეროვე სერბეთის ტერიტორიაზე პირველი საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1901 წელს სუბოტიცაში (ვოევოდინა), ხოლო პირველი გუნდი უშუალოდ მაშინდელი სერბეთის სამეფოს ტერიტორიაზე იყო 1903 წელს შექმნილი „შუმადია“.

პირველი საფეხბურთო ტურნირი სერბეთში გაიმართა 1913 წელს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა იუგოსლავიის სამეფო. 1919 წელს დაარსდა იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი. 1923 წელს გაიმართა პირველი იუგოსლავიის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ ხორვატული, სლოვენური, ბოსნიური, სერბული და მაკედონური გუნდები. სერბულმა „იუგოსლავიამ“ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.

1930 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკვა. ტურნირის დაწყების წინ ხორვატმა ფეხბურთელებმა ბოიკოტი მოუწყეს ეროვნულ ნაკრებს, მეფემ, ალექსანდრე I-მა კი უარი განაცხადა მის დაფინანსებაზე. გამოსავალი მაინც მოიძებნა და იუგოსლავიის გუნდი ჩემპიონატზე გაემგზავრა. იგი სწორედ სერბი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, ამასთან ერთად იუგოსლავიის ნაკრების საშუალო ასაკი ყველაზე პატარი იყო მონაწილეებს შორის.

1945 წლის 4 მარტს დაარსდა სერბეთის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, „ცრვენა ზვეზდა“. 1991 წელს გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასი და საკონტინენტთაშორისო ტურნირი მოიგო.

1960-1963 წლებში აშენდა ქვეყნის ყველაზე დიდი სტადიონი, „რაიკო მიტიჩი“. ეს სახელი არენას 2014 წელს ეწოდა ლეგენდარული სერბი ფეხბურთელის, რაიკო მიტიჩის პატივსაცემად. 2017 წლის 18 ნოემბერს სტადიონთან ახლოს მას ძეგლი დაუდგეს. [1] [2][3]

მმართველი ორგანო

რედაქტირება

სერბეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოა სერბეთის ფეხბურთის ასოციაცია. იგი 2006 წელს ჩამოყალიბდა, სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

პრეზიდენტები (2006 წლიდან)

რედაქტირება

სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელები (2006 წლიდან)

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Стадион Црвена звезды переименован в стадион «Райко Митич». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2021-09-02.
  2. „Ispred zapadne tribine stadiona Rajko Mitić ubuduće će stajati i spomenik prvoj "Zvezdinoj zvezdi". mondo.rs. 18.11.17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-20. ციტირების თარიღი: 2018-01-19. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. http://stadiumdb.com/stadiums/ser/marakana