იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი

იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი (სერბოხორვატულად Fudbalski savez Jugoslavije, სლოვენ. Nogometna zveza Jugoslavije, მაკედ. Фудбалски Сојуз на Југославија) — ფეხბურთის ხელმძღვანელი ორგანიზაცია იუგოსლავიაში, რომელიც დამოუკიდებლად და სრულად წარმართავდა საფეხბურთო საქმიანობას და რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი იყო ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენდა იუგოსლავურ ფეხბურთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გაუქმდა 1992 წელს.

უეფა
ლოგო
დაარსდა 14 აპრილი, 1919
ფიფა-ში გაწევრიანდა 20 მაისი, 1923
უეფა-ში გაწევრიანდა 1954

იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი დაარსდა 1919 წლის 14 აპრილს ზაგრებში ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ბაზაზე. 1923 წელს გაიმართა იუგოსლავიის ჩემპიონატის პირველი გათამაშება, რომლის გამარჯვებული გახდა ხორვატული „გრაჯანსკი“.

1923 წლის 20 მაისს იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი გახდა ფიფა-ს წევრი. 1930 წლის 16 მარტს ორგანიზაციის სათაო ოფისი ზაგრებიდან ბელგრადში გადაიტანეს.

1941 წლის 6 აპრილს იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირმა არსებობა შეწყვიტა იუგოსლავიაზე ღერძის ქვეყნების თავდასხმის გამო. იგი აღადგინეს 1945 წლის 18 მარტს.

1954 წელს იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირი გახდა უეფა-ს წევრი, როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ოფიციალურად იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირმა არსებობა შეწყვიტა 1992 წელს.