ფეტრი (ფრანგ. feutre — ქეჩა) — კურდღლის, ბოცვრის, თხის ღინღლის, ბეწვეულის, მატყლის ნარჩენების მოთელვით მიღებული მასალა. გამოყვანის მიხედვით ფეტრი არის გლუვი და ხაოიანი. ხაოს სიმაღლეა 0,5—2,5 მმ. ფეტრისგან ამზადებენ საქუდე ჩაჩემს, ბერეტებს, ე.წ. წინდებს ჩექმების დასამზადებლად, აგრეთვე, ფურცლებს, რომელთაგან ჭრიან დეტალებს, მაგალითად, ფილტრებს, შუასადებებს და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება