ფერთევნიალ სულთანი
ფერთევნიალ ვალიდე სულთანი (თურქ. Pertevniyal Valide Sultan; დ. 1812, ვლახეთი — 5 თებერვალი 1883, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია[1]) — ოსმალეთის სულთნის, მაჰმუდ II-ის მეორე ცოლი. სულთან აბდულაზიზის დედა. ვალიდე სულთანი.
ფერთევნიალ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Pertevniyal Sultan |
დაბადების სახელი | ჰასნა ბესიმე |
დაბადების თარიღი |
1812 ვლახეთი |
გარდაცვალების თარიღი |
5 თებერვალი 1883 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | მაჰმუდ II |
შვილ(ებ)ი | აბდულაზიზი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფერთევნიალ სულთანი დაიბადა 1812 წელს ვლახეთის სამთავროში. მისი ნამდვილი სახელი ჰასნა ბესიმე იყო. 1861 წლის 25 ივნისს, სულთან აბდულმეჯიდის გარდაცვლაების შემდეგ ტახტზე მისი შვილი აბდულაზიზი ავიდა, თვითონ ფერთევნიალი კი ვალიდე სულთანი გახდა. შვილის მმართველობის ბოლომდე იყო ვალიდე სულთანი. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ვალიდე სულთნობის ერა დასრულდა, თუმცა ამის შემდეგ მან კიდევ 7 წელი იცოცხლა. გარდაიცვალა 1883 წლის 5 თებერვალს დოლმაბაჰჩეს სასახლეში, სტამბოლში[2]. დაკრძალულია ფერთევნიალ ვალიდე სულთნის მეჩეთში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ E.J. Brill’s First Encyclopaedia of Islam, 1913—1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987
- ↑ Geneology of Daniel Thomas Rogers