ფერდინანდ ჰოდლერი

ფერდინანდ ჰოდლერი (გერმ. Ferdinand Hodler; დ. 14 მარტი, 1853, ბერნი — გ. 19 მაისი, 1918, ჟენევა) — შვეიცარიელი ფერმწერი. მოდერნის სტილის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ფერდინანდ ჰოდლერი

1871–1876 წლებში სწავლობდა ჟენევაში ბარტელემი მენთან, უმთავრესად იქვე მუშაობდა. ცდილობდა მასშტაბურად აესახა „ზოგადსაკაცობრიო“ თემები, რაც ადამიანისა და ოსმოსის ერთმანეთთან შერწყმის იდეის განხორციელების საშუალებას მისცემდა. ჰოდლერის შემოქმედებიათვის დამახასიათებელია პლასტიკურობა, კოლორიტის ლაკონიური დეკორატიულობა („ღამე“ 1890, „დღე“ 1898–1900, „იენელი სტუდენტების გამოსვლა 1813“ 1908), ქმნიდა აგრეთვე პორტრეტებს, პეიზაჟებს.

ლიტერატურა

რედაქტირება