ფელიქს კალანდარიშვილი
ფელიქს კალანდარიშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1947, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1972-1975 წლებში სამეცნიერო კვლევა დაიწყო მოსკოვის კოლცოვის სახელობის ბიოლოგიის განვითარების ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილებაში აკადემიკოს ი. ზბარსკის ხელმძღვანელობით. 1975 წლიდან იყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელი, ქცევის გენეტიკის მიმართულების ჩამომყალიბებელი და ლაბორატორიის გამგე (2000-2006), დირექტორის მოადგილე (1986-1991 — 2000-2005). გაიარა დოქტორანტურა უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ) — 1992–1993 წლებში, ორგანიზატორი ფორუმისა „კულტურათა დიალოგი“ (UNEშჩO). 1996–2002 წლებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების ცენტრის გენერალური დირექტორი. 2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, მოადგილე (2007-2013). 2013 წლიდან ადმინისტრაციის აპარატის უფროსი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქცევის გენეტიკური და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები სტრესის პირობებში. დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია, უჯრედის ბირთვის ბიოქიმია. მან დაადგინა ვირთაგვას ღვიძლის დაბერებულ უჯრედებში დნმ-ის რაოდენობის, რეპლიკაციისა და რეპარაციის სიჩქარეების შემცირება. გამოიყვანა ვირთაგვების ხაზი, რომელთაც გააჩნდათ გენეტიკურად დეტერმინირებული ქცევის აშლილობა ინფორმაციული სტრესის პირობებში. აღმოაჩინა, რომ ვირთაგვას ღვიძლის უჯრედის ბირთვის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ხორციელდება ატფ-ით წარმოქმნილ ამფ-ის და მაკროერგული ფოსფატებისგან. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).
ჯილდოები
რედაქტირება- 2003 - ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018, გვ. 486